მეტაბოლური სინდრომი

დაავადების აღწერა

მეტაბოლური სინდრომი გროვაა რიგი მდგომარეობებისა: სისხლის გაზრდილი წნევა, სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა, ჭარბი ცხიმი წელის გარშემო და ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა ორგანიზმში. ამ პათოლოგიების ერთობლიობა ზრდის გულის დაავადების, ინსულტისა და დიაბეტის რისკს.

დაავადებების ნაკრებიდან ერთ-ერთის არსებობა არ ნიშნავს მეტაბოლურ სინდრომს. თუმცა, ამ მდგომარეობებიდან ნებისმიერს შეუძლია გაზარდოს სერიოზული დაავადების რისკი. თუ წარმოდგენილია ამ დაავადებებიდან ერთზე მეტი, რისკი კიდევ უფრო იზრდება.

თუ თქვენ აღგენიშნებათ მეტაბოლური სინდრომი ან მისი ერთ-ერთი კომპონენტი, ცხოვრების სტილის რადიკალურმა შეცვლამ შესაძლოა დააყოვნოს ან სრულებით აგარიდოთ თავიდან ჯანმრთელობის პრობლემების სერიოზული გართულებები.

გამომწვევი მიზეზი

მეტაბოლური სინდრომი, როგორც წესი, გამოწვეულია სიმსუქნით და უმოქმედობით.

მეტაბოლური სინდრომი დაკავშირებულია მდგომარეობასთან, რომელსაც ინსულინის მიმართ რეზისტენტულობას უწოდებენ. ნორმალურ პირობებში, საჭმლის მომნელებელი სისტემა საკვებს შლის შაქრად(გლუკოზა). კუჭქვეშა ჯირკვალი(პანკრეასი) გამოყოფს ჰორმონ ინსულინს, რომელსაც გლუკოზა შეჰყავს უჯრედში, რათა უჯრედმა იგი ენერგიისთვის გამოიყენოს.

ინსულინის მიმართ რეზისტენტულ პაციენტებში, უჯრედები ინსულინზე ნორმალურად არ რეაგირებენ, რის შედეგადაც გლუკოზა უჯრედში თავისუფლად ვერ აღწევს. ეს მდგომარეობა განაპირობებს სისხლში გლუკოზის დონის მატებას მიუხედავად ორგანიზმის მცდელობისა, შეიყვანოს გლუკოზა უჯრედში ინსულინის ჭარბი გამოყოფის საშუალებით.

ამ მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს დიაბეტის განვითარება, რადგანაც სხეული ვერ წარმოქმნის იმდენი რაოდენობით ინსულინს, რომ შესაძლებელი გახდეს სისხლში არსებული გლუკოზის უჯრედებში შეყვანა.

სიმპტომები

მეტაბოლურ სინდრომთან დაკავშირებული დაავადებები ხშირად გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა წელის დიდი ზომის გარშემოწერილობა თვალსაჩინო ნიშანია. თუ თქვენ სისხლშ იაღგენიშნებათ შაქრის მაღალი შემცველობა, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს დიაბეტის სიმპტოემბი: გაძლიერებული წყურვილი და შარდვა, დაღლილობა და გაბუნდოვანებული მხედველობის ველი

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ თვლით, რომ აღგენიშნებათ მეტაბოლური სინდრომის ერთ-ერთი კომპონენტი, მიმართეთ ექიმს და ჰკითხეთ, საჭიროა თუ არა შემდგომი ანალიზების გაკეთება სინდრომის სხვა შემადგენელი ნაწილების გამოკვლევა.