მეტასტაზი ძვალში

დაავადების აღწერა

ძვალში მეტასტაზი ყალიბდება მაშინ, როდესაც კიბოს უჯრედები თავისი თავდაპირველი მდებარეობიდან გავრცელდებიან ძვალში.

თითქმის ყველა ფორმის კიბოს შეუძლია გავრცელდეს(მეტასტაზირდეს) ძვლებში. თუმცა ზოგიერთი კიბო განსაკუთრებით მიდრეკილია ძვალში გავრცელებისადმი. ასეთებია: მკერდისა და პროსტატის კიბოები.

მეტასტაზი შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ძვალში, თუმცა ისინი ყველაზე ხშირად ვრცელდებიან ხერხემალში, მენჯისა და თეძოს ძვლებში. ძვლის მეტასტაზი შეიძლება იყოს პირველი სიმპტომი არსებული კიბოსი. ძვლის მეტასტაზი ზოგჯერ კიბოს მკურნალობის შემდგომ ბევრი წლის შემდეგ ჩნდება.

ძვლის მეტასტაზი იწვევს ტკივილს და მოტეხილობებს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ძვალში მეტასტაზირებული კიბოს მკურნალობა ძალიან რთულია. მკურნალობა ამცირებს ტკივილს და ძვლის მეტასტაზის სხვა სიმპტომებს.

გამომწვევი მიზეზი

ძვალში მეტასტაზი ყალიბდება მაშინ, როდესაც კიბოს უჯრედები თავისი თავდაპირველი მდებარეობიდან გავრცელდებიან ძვალში. ძვალში მოხვედრილი კიბოს უჯრედები იწყებენ გამრავლებას.

ექიმებმა არ იციან პირველადი სიმსივნის გავრცელების მიზეზები. უცნობია ისიც, თუ რატომ ირჩევს ზოგიერთი სიმსივნე მეტასტაზის სამიზნედ ძვლებს და არა სხვა, მეტასტაზისადმი ასევე მოწყვლად ორგანოებს, მაგალითად ღვიძლს.

სიმპტომები

ზოგჯერ, ძვლის მეტასტზი არანაირ სიმპტომს არ იწვევს

ძვალში მეტასტაზის სიმპტომები:

  • ძვლის ტკივილი
  • ძვლების მოტეხილობა
  • შარდის შეუკავებლობა
  • განავლის შეუკავებლობა
  • ზედა და ქვედა კდურების სისუსტე
  • კალციუმის მაღალი შემცველობა სისხლში(ჰიპერკალცემია), რომელიც იწვევს გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, ყაბზობასა და დაბნეულობას



როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ აღინიშნება მუდმივი საგანგაშო სიმპტომები, დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.
  • თუ თქვენ აქამდე გიმკურნალიათ რაიმე სახის კიბოზე, მოუყევით ექიმს თქვენი ისტორიის შესახებ.