მეწაღის გულმკერდი

დაავადების აღწერა

მეწაღის გულმკერდი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანის მკერდის ძვალი ჩაზნექილია. მძიმე შემთხვევებში, მეწაღის გულმკერდის დროს თითქოს ადამიანის მკერდის ცენტერალური ნაწილი მთლიანად არის ამოღებული და დარჩენილია ორმო.

მიუხედავად იმისა, რომ მკერდის ძვლის ჩაღუნვა დაბადებიდან მოკლე პერიოდში უკვე აღინიშნება, მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმდება გარდატეხის პერიოდში.

მეწაღის გულმკერდი ბიჭებში უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში. დაავადების მძიმე შემთხვევები იწვევენ გულ;ისა და ფილტვების პრობლემებს. პათოლოგიის მსუბუქი ფორმებიც კი ზემოქმედებენ ბავშვების თვითშეფასებაზე და იწვევენ ნერვიულობას ბავშვებში გარეგნობის გამო. დეფორმაციის მკურნალობა ქირურგიული ჩარევით შესაძლებელია.

გამომწვევი მიზეზი

მეწაღის გულმკერდის მიზეზები უცნობია, თუმცა იგი შესაძლოა იყოს მემკვიდრული, რადგან ახასიათებს თაობიდან თაობაზე გადაცემა.

სიმპტომები

მეწაღის გულმკერდის მქონე ადამიანების დიდ ნაწილში ერთადერთი სიმპტომი მკერდის ძვლის ოდნავი ჩაზნექაა. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, ჩაძნექილობა უარესდება ახალგაზრდობის დროს და აგრძელებს პროგრესირებას შემდგომ პერიოდში.

მეწაღის გულმკერდის მძიმე შემთხვევების დროს მკერდის ძვალი აწვება ფილტვებსა და გულს. სიმპტომები:

  • ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა
  • სწრაფი გულისცემა ან გულის ფრიალი
  • სასუნთქი გზების განმეორებითი ხასიათის ინფექციები
  • ხიხინი ან ხველა
  • ტკივილი მკერდის არეში
  • გულის შუილები
  • დაღლილობა