მეზენტერული იშემია

დაავადების აღწერა

მეზენტერული იშემია არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ნაწლავების არასაკმარისი სისხლმომარაგებით. მეზენტერული იშემია ძირითადად წვრილ ნაწლავს, კოლინჯს ან ორივე მათგანს აზიანებს. მდგომარეობა შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ნაწილებსაც აზიანებდეს. მეზენტერული იშემია შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული.

მწვავე მეზენტერული იშემია ვითარდება სწრაფად. მისი გამომწვევი მიზეზი არის ნაწლავების მომმარაგებელი ჟანგბადით გამდიდრეუბული სისხლის დინების დახშობა. ეს პროცესი იწვევს ნაწლავების პერმანენტულ დაზიანებას. პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს უცაბედი ტკივილი მუცლის არეში და იშვიათ შემთხვევებში სისხლიანი განავალი. მდგომარეობას სასწრაფო სამედიცინო ჩარევა სჭირდება.

ქრონიკული მეზენტერული იშემია ვითარდება ეტაპობრივად. მას იწვევს ნაწლავის მომმარაგაებელი ერთი ან მეტი არტერიის თანდათანობითი შევიწროება. პაციენტს შესაძლოა განივუთარდეს ტკივილი საკვების მიღბიდან 1-2 საათის შემდეგ. ასეთი ტიპის ტკივილი აიძულებს პაციენტს, რომ მიიღოს ნაკლები საკვები, რაც იწვევს მის წონაში კლებას. შესაძლოა აღინიშნებოდეს ასევე დეფეკაციის სიხშირის ცვლილებები, შებერილობა, გულისრევის შეგრძნება და ღებინება.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები