მიკროსკოპული კოლიტი

დაავადების აღწერა

მიკროსკოპული კოლიტი მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებაა, რომელიც იწვევს ხანგრძლივ, თხიერ დიარეას. ამ დაავადების დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია ნაწლავის მიკროსკოპული გამოკვლევა.

არსებობს მიკროსკოპული კოლიტის ორი ნაირსახეობა:

  • კოლაგენური კოლიტი, რომლის დროსაც ცილის–კოლაგენის სქელი შრე ვითარდება მსხვილი ნაწლავის ქსოვილში
  • ლიმფოციტური კოლიტი, რომლის დროსაც მომატებულია სისხლის თეთრი უჯრედების, ლიმფოციტების კონცენტრაცია მსხვილი ნაწლავის ქსოვილში


უცნობია, არიან თუ არა კოლაგენური კოლიტი და ლიმფოციტური კოლიტი ცალკეული დაავადებები, ან ხომ არ წარმოადგენენ ერთი დაავადების სხვადასხვა ეტაპს. ფაქტია, რომ კოლაგენური და ლიმფოციტური კოლიტის სიმპტომები, ტესტირება და მკურნალობა მსგავსია.

მიკროსკოპული კოლიტის სიმპტომები შესაძლოა ხშირად გაჩნდეს და გაქრეს. ზოგჯერ, სიმპტომები თავადაც გაივლის. თუ ასე არ მოხდა, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ სხვადასხვა ეფექტური მედიკამენტები.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, რა იწვევს მსხვილი ნაწლავის ანთებას, რომელიც ვლინდება მიკროსკოპული კოლიტის დროს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ გამომწვევი ფაქტორებია:

  • მედიკამენტები, რომლებიც მსხვილი ნაწლავის კედელს აღიზიანებს
  • ბაქტერია, რომელიც გამოყოფს ტოქსინებს
  • ვირუსები, რომლებიც იწვევენ ანთებას
  • იმუნური სისტემის პრობლემები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი ან ცელიაკია, როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა საკუთარ, ჯანსაღ ქსოვილებს ებრძვის

სიმპტომები

მიკროსკოპული კოლიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ქრონიკული თხიერი დიარეა
  • მუცლის ტკივილი ან მოვლა
  • წონაში კლება
  • გულისრევა
  • განავლის შეუკავებლობა


როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ თხიერი დიარეა, რომელიც გასტანს რამდენიმე დღეზე მეტს, მიმართეთ ექიმს დროული დიაგნოზისა და მკურნალობისათვის.