მიოფასციალური ტკივილის სინდრომი

დაავადების აღწერა

მიოფასციალური ტკივილის სინდრომი ქრონიკული ტკივილით მიმდინარე დაავადებაა. ამ სინდრომის დროს, კუნთის ზედმეტად მგრძნობიარე წერტილების შეხებისას ვითარდება ტკივილი კუნთის სხვა, არა ახლომდებარე ნაწილებშიც.

მიოფასციალური ტკივილის სინდრომი ხშირად კუნთის ხშირი შეკუმშვის შემდეგ ვითარდება. ეს შესაძლოა შეგვხვდეს მოძრაობის ხშირი განმეორების შემდეგ სამსახურში ან სხვა აქტივობების გამო.

თითქმის ყველა ადამიანს განუცდია კუნთის დაჭიმვის ტკივილი, მაგრამ მიოფასციალური სინდრომის ტკივილი ბევრად უფრო ძლიერი და ხანგრძლივია. მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს ფიზიკურ თერაპიას ან ინექციებს. ტკივილის გამაყუჩებელი მედიკამენტები და რელაქსაციის ტექნიკების შესწავლა შესაძლოა დაგეხმაროთ.

გამომწვევი მიზეზი

კუნთის დაზიანების ან ზედმეტი გამოყენების შედეგად მასში ჩნდება ზედმეტად მგრძნობიარე ადგილები. ამ ადგილზე შეხებამ შესაძლოა კუნთის ნებისმიერი ნაწილის ტკივილი გამოიწვიოს. როცა ტკივილი ძლიერი და ხანგრძლივია, ექიმები იყენებენ მიოფასციალური ტკივილის სინდრომის დიაგნოზს.

სიმპტომები

მიოფასციალური ტკივილის სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ყრუ ტკივილი კუნთში
  • პროგრესირებადი ტკივილი
  • კუნთის გაკვანძვა
  • ძილის პრობლემები ტკივილის გამო


როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ ტკივილი არ ქრება. თითქმის ყველას განუცდია კუნთის ტკივილი დროდადრო. თუ კუნთის ტკივილი კვლავ გაწუხებთ მოსვენებით მდგომარეობაში, მასაჟისა და სხვა საშუალებების მიუხედავად, მიმართეთ ექიმს.