მიტელშმერცი

დაავადების აღწერა

მიტელშმერცი ტერმინია, რომელიც გამოიყენება ცალმხრივი, ქვედა მუცლის ტკივილის აღსაწერად, რომელიც თან ახლავს ოვულაციას. მიტელშმერცი გერმანულიდან ითარგმნება როგორც “შუა ტკივილი”, რადგან იგი ვლინდება მენსტრუალური ციკლის შუა ნაწილში– შემდეგ ციკლამდე 14 დღით ადრე.

უმეტესად, მიტელშმერცი არ საჭიროებს სამედიცინო ყურადღებას. მარტივი შემთხვევების სამკურნალოდ, ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლები და სახლის პირობებში მკურნალობაც ეფექტურია. თუ ტკივილი ძლიერია, ექიმმა შესაძლოა ორალური კონტრაცეპტივი გამოგიწეროთ, რათა ოვულაცია და მასთან დაკავშირებული სიმპტომები არ მოხდეს.

გამომწვევი მიზეზი

მიტელშმერცი გვხვდება ოვულაციის დროს, როცა ფოლიკულა გასკდება და გამოათავისუფლებს კვერცხუჯრედს. ზოგიერთ ქალს ტკივილი ყოველთვე აქვს, ზოგს კი ხანდახან.

მიტელშმერცის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ტკივილის გამომწვევი სავარაუდო მიზეზებია:

  • სანამ კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება საკვერცხიდან, ფოლიკულის ზრდა ჭიმავს საკვერცხის ზედაპირს და იწვევს ტკივილს
  • სისხლი ან სითხე, რომელიც გამოვა გამსკდარი ფოლიკულიდან, აღიზიანებს მუცლის ფენებს (პერიტონიუმს), რაც იწვევს ტკივილს
  • თუ ტკივილი მენსტრუალური ციკლის სხვა დროს გვხვდება, ეს მიტელშმერცი არ არის. შესაძლოა გქონდეთ ნორმალური მენსტრუალური ტკივილი, მოვლები– დისმენორეა, თუ ეს სიმპტომები ციკლის დროსაა. ან შეიძლება გქონდეთ სხვა პრობლემები. ამიტომ, მიმართეთ ექიმს ძლიერი ტკივილის დროს.

სიმპტომები

მიტელშმერცის ტკივილი ძირითადად რამდენიმე წუთს ან საათს გასტანს, მაგრამ შესაძლოა ერთი დღე და მეტიც გაგრძელდეს. ტკივილი ხასიათდება:

  • ცალ მხარეს, ქვედა მუცელში
  • ყრუ, მოვლითი ხასიათის
  • ბასრი, უეცარი
  • ახლავს ვაგინალური სისხლდენა ან გამონადენი
  • იშვიათად, ძლიერია


მიტელშმერცის ტკივილი ჩნდება ცალ მხარეს, იმ საკვერცხესთან, რომელიც ოვულაციას განიცდის. ტკივილი ძირითადად ხშირად იცვლის მხარეს ან შესაძლოა რამდენიმე თვე ერთი და იმავე საკვერცხეში განვითარდეს.

დააკვირდით მენსტრუალურ ციკლს რამდენიმე თვის განმავლობაში და შეამჩნევთ ქვემო მუცლის ტკივილს. თუ ტკივილი ციკლის შუაში გვხვდება და ქრება მკურნალობის გარეშე, სავარაუდოა მიტელშმერცის არსებობა.

როდის მივმართოთ ექიმს

მიტელშმერცი იშვიათად საჭიროებს სამედიცინო მეთვალყურეობას. მიმართეთ ექიმს, თუ მენჯის ტკივილი ძლიერია, ახლავს გულისრევა და ღებინება ან არ გაივლის. ეს ნიშნები ახასიათებს მიტელშმერცზე ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემას– აპენდიციტს ან მენჯის ანთებით დაავადებას, ზოგჯერ საშვილოსნოსგარეთა ორსულობასაც კი.