მკლავის მოტეხილობა
დაავადების აღწერა
მკურნალობა დამოკიდებულია ტრავმის ადგილმდებარეობასა და სიმძიმეზე. უბრალო მოტეხილობის მკურნალობა შესაძლებელია შეხვევით, ყინულით და დასვენებით. თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს საწრაფო განყოფილებაში ძვლის აღდგენა და თავდაპირველი ფორმის დაბრუნება.
უფრო სერიოზული მოტეხილობები ხშირად საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას რათა შესწორდეს ძვალი და ამისათვის იყენებენ სხვადასხვა მეტალის იმპლანტებს, მავთულებს, ხრახნებს. ეს პროცედურები ძვალს მოშუშების და აღდგენის პერიოდში ნორმალური პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარება.
გამომწვევი მიზეზი
მხრის მოტეხილობის ძირითადი მიზეზები:
- ძირს დავარდნა. გაშლილ ხელზე და იდაყვზე დაცემა მხრის მოტეხილობის ყველაზე ხშირი მიზეზია
- სპორტული ტრავმები. პირდაპირი, მექანიკური დაზიანებები და ტრავმები მოედანზე ხშირი მიზეზია მხრის ყველანაირი ფორმის მოტეხილობისა.
- მძიმე ტრავმული დაზიანება. მხრის ნებისმიერი ძვლის მოტეხილობა შეიძლება განვითარდეს ავტოავარიის ან ველოსიპედის ტარების დროს მომხდარი საგზაო შემთხვევის შედეგად.
- ძალადობა ბავშვზე. ბავშვებში, მხრის მოტეხილობა შესაძლოა ძალადობის შედეგად განვითარდეს.
სიმპტომები
- ძლიერი ტკივილი, რომელიც უარესდება მოძრაობასთან ერთად
- შეშუპება
- ჩალურჯება
- დეფორმაცია, როგოირცაა მოხრილი მხარი ან მაჯა
- მტევნის ამობრუნების მოძრაობის შეზღუდვა
როდის მივმართოთ ექიმს
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ გიზღუდავთ მხრის ნორმალურ მოძრაობასა და გამოყენებას. მოტეხილი მხრის დიაგნოსტირების დაგვიანებამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი შეხორცება და აღდგენა, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებშიც მოშუშების პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.