მოიამოიას დაავადება
დაავადების აღწერა
მოიამოიას დაავადება სისხლძარღვების(ვასკულური) იშვიათი დაავდებაა, რომლის დროსაც თავის ტვინის ფუძეში არსებული სისხლძარღვები(ვილისის წრე) და თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების ზედა სეგმენტები თანდათანობით ვიწროვდება, რაც იწვევს სისხლის შემცირებულ მიწოდებას.
მდგომარეობამ შესაძლოა განაპირობოს მინიინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა), ინსულტი და სხვა სიმპტომები.
მოიამოიას დაავადება ძირითადად ბავშვებში გვხვდება, თუმცა პათოლოგია შესაძლოა ზრდასრულებშიც იყოს წარმოდგენილი. დაავადება, როგორც წესი, აზიურ ქვეყნებში გვხვდება, თუმცა მოიამოიას დაავადება ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც აღინიშნება.