მოკლე ნაწლავის სინდრომი

დაავადების აღწერა

მოკლე ნაწლავის სინდრომი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმს არ შეუძლია საკვებიდან საკმარისი რაოდენობის ნივთიერებების შეწოვა, რადგან წვრილი ნაწლავი ნორმალურზე მცირე ზომისაა.

წვრილი ნაწლავი არის ადგილი საჭმლის მომნელებელ სისტემაში, სადაც მონელების დროს საკვები ნივთიერებების უმეტესი ნაწილი იწოვება ორგანიზმში.

მოკლე ნაწლავის სინდრომი ვითარდება, როდესაც:

  • წვრილი ნაწლავის ზოგიერთი ნაწილი არის ქირურგიულად ამოკვეთილი. მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ წვრინი ნაწლავების დიდი ნაწილების ამოკვეთას: კრონის დაავადება, კიბო, ტავმული დაზიანება და სისხლის კოლტები არტერიებში, რომლებიც სისხლით ამარაგებენ ნაწლავებს.
  • წვრინი ნაწლავის ნაწილების თანდაყოლილი არარსებობა ან დაზიანება. ბავშვი შესაძლოა დაიბადოს მოკლე წვრილი ნაწლავით ან დაზიანებული წვრილი ნაწლავით, რომლის ქირურგიულად ამოკვეთაა საჭირო.



მოკლე ნაწლავის სინდრომის მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს სპეციალურ დიეტას და საკვებ დანამატებს. შესაძლოა საჭირო გახდეს საკვების მიღება ინტრავენურად (პარენტერალური კვება), რათა არ განვითარდეს მალნუტრიცია.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები