მონონუკლეოზი

დაავადების აღწერა

ინფექციური მონონუკლეოზის გამომწვევი მიზეზი არის ვირუსი, რომელიც გადადის ნერწყვით, შესაბამისად ინფექციის გადაცემა კოცნითაც შესაძლებელია. თუმცა ვირუსის ორგანიზმში მოხვედრა ასევე შესაძლებელია გვერდზე მყოფი ადამიანის დახველების ან დაცემინების შემდგომ, დაავადების მქონე ადამიანის ჭიქის გამოყენებით და ა.შ. მიუხედავად ამისა, მონონუკლეოზი არ არის ისევე გადამდები, როგორც სხვა ინფექციები, მაგალითად ზოგადი გაციება.

მოზარდებსა და ახალგაზრდებში მონონუკლეოზის არსებობის შემთხვევაში ვლინდება ყველანაირი სიმპტომი. ბავშვებს, ძირითადად, მცირე რაოდენობით სიმპტომები აღენიშნებათ და დაავადება შესაძლოა შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს.

თუ თქვენ გაქვთ მონონუკლეოზი, აუცილებელია თავიდან ავირიდოთ ზოგიერთი გართულება, როგორიცაა ელენთის გადიდება. დასვენება და სათანადო რაოდენობით სითხის მიღება გამოჯანმრთელების მთავარი მეთოდებია.

გამომწვევი მიზეზი

მონონუკლეოზის გამომწვევია ებშტეინ-ბარის ვირუსი.

მონონუკლეოზი არ არის მძიმე დაავადება. ზრდასრულების უმრავლესობას ებშტეინ-ბარის ვირუსის მიმართ ანტისხეულები აქვს გამომუშავებული. ვირუსის მიმართ იმუნიტეტის არსებობის შემთხვევაში მონონუკლეოზის ხელახლა განვითარება ძალიან იშვიათია.

სიმპტომები

მონონუკლეოზის სიმპტომები:

  • დაღლილობა
  • ავად ყოფნის შეგრძნება
  • ყელის ტკივილი, რომელიც დიდი ალბათობით სტრეპტოკოკითაა გამოწვეული და არ უმჯობესდება ანტიბიოტიკების გამოყენების შემდგომ
  • სიცხე
  • ლიმფური კვანძების შესიება კისრისა და იღლიების არეში
  • ნუშისებრი ჯირკვლების(გლანდები) შესიება
  • თავის ტკივილი
  • გამონაყარი კანზე
  • რბილი, შესიებული ელენთა


ვირუსის ინკუბაციის პერიოდი 4-6 კვირას შორის მერყეობს. თუმცა მცირეწლოვან ბავშვებში ეს პერიოდი შესაძლოა უფრო მოკლე იყოს. სიმპტომები, როგორიცაა სიცხე და ყელის ტკივილი, როგორც წესი, მსუბუქდება რამოდენიმე კვირის შემდგომ. თუმცა დაღლილობა, ლიმფური კვანძებისა და ელენთის შესიება შესაძლოა რამოდენიმე კვირაზე ხანრგძლივად მიმდინარეობდეს.

როდის მივმართოთ ექიმს

აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

იმ შემთხვევაში, თუ დასვენებისა და ჯანმრთელი კვების შემდგომ მდგომარეობა არ უმჯობესდება 1-2 კვირის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.