მორტონის ნეირომა
დაავადების აღწერა
მორტონის ნეირომა მტკივნეული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ფეხისგულის წინა ნაწილებს, განასკუთრებით ფეხის შუა და არათითებს შორის არსებულ ადგილს. მორტონის ნეირომის დროს პაციენტს შეგრძნება აქვს, რომ ფესაცმელში აქვს კენჭი.
მორტონის ნეირომის დროს ვითარდება ფეხის რომელიმე თითისკენ მიმავალი ნერვის გარშემო არსებული ქსოვილის შექსქელება. მდგომარეობება იწვევს მჭრელ, მწველ ტკივილს ფეხისგულის წინა ნაწილში. წვის შეგრძნება ან მგრძნობელბოსი დაქვეითება შესაძლოა განვითარდეს ფეხის თითებზე.
მორტონის ნეირომის განმაპირობებელ ფაქტორად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მიიჩნევა. პაციენტების დიდ ნაწილს სიმპტომები უმსუბუქდება დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმის შემდგომ. ზოგიერთ შემთხვევაში, საჭირო ხდება კორტიკოსტერიოდების ინექცია ან ქირურგიული ჩარევა.
გამომწვევი მიზეზი
მორტონის ნეირომა, დიდი ალბათობით გამოწვეულია მუდმივი გაღიზიანებით, ზეწოლით ან ტრავმული დაზიანებით ფეხის თითისკენ მიმავალ რომელიმე ნერვზე.
სიმპტომები
როგორც წესი, არ არსებობს თვალსაჩინო სიმპტომი, როგორიცაა ამობურცულობა. თუმცა შესაძლოა აღინიშნებოდეს შემეგი სიმპტომები:
- შეგრძნება, რომ დგახართ კენჭზე ფეხსაცმლის ტარების დროს.
- წვის შეგრძნება ფეხისგულის წინა ნაწილში, რომელიც გადაეცემა ფეხის თითებს
- ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელბოის დაქვეითება ფეხის თითებში
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ ტკივილი ფეხისგულის არეში გრძელდება რამოდენიმე დღეზე ხანგრძლივად. მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ მწველი ტკივილი ფეხისგულის წინა ნაწილში არ მსუბუქდება მიუხედავად ფეხსაცმლის ან სიარულის მანერის შეცვლისა.