მოტეხილობა დატვირთვის გამო
დაავადების აღწერა
დატვირთვით გამოწვეული მოტეხილობები არის ძვლის პატარა ბზარები. დატვირთვის გამოწვეულ მოტეხილობებს იწვევს ხშირი, განმეორებითი მოძრაობები, მაგალითად დიდხანს ხტომა ან დიდ მანძილზე სირბილი. დატვირთვით გამოწვეული მოტეხილობები აგრეთვე გვხვდება სუსტი ძვლის მქონე ადამიანებში. ერთერთ ასეთი მდგომარეობაა ოსტეოპოროზი.
დატვირთვის გამოწვეული მოტეხილობები ყველაზე ხშირია ფეხის ქვედა ნაწილის და ტერფის საყრდენ ძვლებში. ათლეტებს განსაკუთრებით დიდი რისკი აქვთ ასეთი მოტეხილობების. თუ თქვენ ახალი დაწყებული გაქვთ ვარჯიში, თქვენ შეიძლება რისკის ქვეშ იყოთ თუ ძალიან სწრაფად
გამომწვევი მიზეზი
დატვირთვის გამოწვეულ მოტეხილობებს იწვევს ფეხის და ტერფის ძვლებზე განმეორებით მოქმედებას ისეთი დატვირთვით, რომელსაც იგი ვერ უძლებს. ეს დატვირთვა იწვევს ძვლივს რეზორბციასა და ზრდას შორის ბალანსის დარღვევეას. განმეორებითი დატვირთვა იწვევს ძვლივს უჯრედების სიკვდილს, თუმცა მოსვენებნის დროს ისინი ხელახლა წარმოიქმნება.
თუ თქვენ ძვლებს უჩვეულო ძალით დატვირთავთ და არ მისცემთ საკმარის დროს აღდგენისთვის, ძვლის განლევის სიჩქარე გადააჭარბებს აღგდენის სიჩქარეს. შედეგად განვითარდება ‘ძვლის დაღლილობა’. მუდმივი დატვირთვა დასუსტებულ ძვლებში იწვევს ბზარების გაჩენას. ეს ბზარები შემდგომ გარდაიქმნებიან დატვირთვის გამოწვეულ მოტეხილობებად.
სიმპტომები
თავდაპირველად ტკივილი შეიძლება ოდნავ შესამჩნევი იყოს, თუმცა დროთა განმავლობაში იგი უარესდება. ტკივილი ლოკალიზებულია ერთ ადგილას და მცირდება მოსვენების დროს. მტკივნეულ არე აგრეთვე შეიძლება შესიებული იყოს.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ ტკივილი ძლიერია ან მოსვენების დროსაც აღინიშნება.