მოწამვლა ნახშირბადის მონოქსიდით

დაავადების აღწერა

ნახშირბადის მონოქსიდით (მხუთავი აირი) მოწამლვის დროს მონოქსიდი სისხლში გროვდება. როცა ჰაერში ამ აირის კონცენტრაცია მაღალია, იგი ჩაანაცვლებს ჟანგბადს სისხლის წითელ უჯრედებში. ჟანგბადის ჩანაცვლება ქსოვილების დაზიანებასა და სიკვდილსაც კი იწვევს.

ნახშირბადის მონოქსიდი უფერო, უსუნო, უგემო აირია, რომელიც წარმოიქმნება ბუნებრივი აირის, ხის, პროპანის, ნახშირის ან სხვა საწვავის წვის დროს. გაუმართავი ძრავები და სათბობი საშუალებები, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, იწვევენ ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციის საშიშ დონემდე გაზრდას.

თუ ფიქრობთ რომ თქვენ ან თქვენს ირგვლივ მყოფი მოიწამლეთ მონოქსიდით, სასწრაფოდ გადით სუფთა ჰაერზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

გამომწვევი მიზეზი

ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა ნაწვავი აირების ჩასუნთქვის შედეგია. როცა ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაცია ჰაერში მაღალია, იგი ჩაანაცვლებს ჟანგბადს სისხლის წითელ უჯრედებზე. ამის გამო, ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება ორგანოებსა და ქსოვილებს.

საწვავზე მომუშავე ძრავები და მექანიზმები წარმოქმნიან მხუთავ აირს, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით. თუ ეს მექანიზმები სახურულ სივრცეში გამოიყენება ან გაუმართავია, ნახშირბადის მონოქსიდი შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიშ დონეებამდე დაგროვდეს.

ხანძრის დროს კვამლის ჩასუნთქვა ასევე შესაძლოა იყოს მოწამვლის მიზეზი.

სიმპტომები

ნახშირბადის მონოქსიდით მოწამლვის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ყრუ თავის ტივილი
  • სისუსტე
  • თავბრუსხვევა
  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
  • სუნთქვის უკმარისობა
  • დაბნევა
  • დაბინდული მხედველობა
  • გონების დაკარგვა
  • ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა განსაკუთრებით საშიშია მძინარე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთათვის. შესაძლოა განვითარდეს შეუქცევადი დაზიანებები ან დაშავებული გარდაიცვალოს, სანამ პრობლემის არსებობას შეამჩნევთ.



როდის მივმართოთ ექიმს
მონოქსიდით მოწამვლა ხშირად ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. ეს მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია. თუ ფიქრობთ რომ თქვენ ან თქვენს ირგვლივ მყოფი მოიწამლეთ მონოქსიდით, სასწრაფოდ გადით სუფთა ჰაერზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.