მოზარდთა (იუვენილური) ფიბრომიალგია

დაავადების აღწერა

ფიბრომიალგია გავრცელებული ძვალ–კუნთოვანი ტკივილით მიმდინარე დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს დაღლილობა, ძილის და განწყობის პრობლემები. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ფიბრომიალგია ტკივილს თავის ტვინის მიერ ტკივილის აღქმის შეცვლის გზით იწვევს.

ფიბრომიალგია ხშირად მოზრდილთა მდგომარეობად მიიჩნევა. თუმცა, ფიბრომიალგია ასევე არსებობს ბავშვებსა და მოზარდებში. იუვენილური ფიბრომიალგია აწუხებს სკოლის ასაკის სრული რაოდენობიდან 6 პროცენტამდე ბავშვს, ძირითადად გოგონებს. დიაგნოზი ხშირად 13–15 წლამდე ისმება.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, ზუსტად რა იწვევს ფიბრომიალგიას, მაგრამ სავარაუდოა რამდენიმე ფაქტორის ურთიერთკავშირი. ეს ფაქტორებია:

  • გენეტიკა. ფიბრომიალგია ხშირად ოჯახებში აღინიშნება, ამიტომ სავარაუდოა გარკვეული გენეტიკური მუტაციების არსებობა.
  • ინფექციები. ზოგიერთი ინფექცია ამწვავებს ფიბრომიალგიას.
  • ფიზიკური ან ემოციური ტრავმა. პოსტ–ტრავმული სტრესის დაავადება უკავშირდება ფიბრომიალგიას.



რატომ ტკივათ?

მკვლევარები ფიქრობენ, რომ ნერვის განმეორებითი სტიმულაცია იწვევს თავის ტვინის ცვლილებებს ფიბრომიალგიის დროს. ეს ცვლილება იწვევს თავის ტვინის ქიმიური ნივთიერებების (ნეიროტრანსმიტერების) დონის მომატებას. შედეგად, თავის ტვინის ტკივილის რეცეპტორები უფრო მეტად აღიქვამენ ტკივილს და ხდებიან ზედმეტად მგრძნობიარე ტკივილის მიმართ.

სიმპტომები

სიმპტომები ზოგჯერ ფიზიკური ტრავმის, ქირურგიული ჩარევის ან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სტრესის გამო იწყება. ზოგჯერ კი სიმპტომები ნელნელა ვითარდება და არ აქვს კონკრეტული გამომწვევი მოვლენა.

ბავშვებში ფიბრომიალგიის სიმპტომებია:

  • გავრცელებული, დიფუზური ტკივილი. ტკივილი ფიბრომიალგიის დროს მუდმივი, ყრუ და ხანგრძლივია (3 თვე მაინც). გავრცელებული ტკივილი ეხება სხეულის ორივე მხარეს, თეძოს ზემოთ ნაწილებსაც და ქვემოთა რეგიონებსაც.
  • თავის ტკივილი. თავის ხშირი ტკივილი პაციენტების უმრავლესობას აწუხებს.
  • ძილის დარღვევა. ძლიერი დაღლილობის მიუხედავად, ბავშვს 1 საათი ან მეტი სჭირდება, რომ ჩაეძინოს. როცა იძინებს, მაშინაც უჭირს მძინარე მდგომარეობაში ყოფნა და შესაძლოა ღამე ხშირად ეღვიძებოდეს.
  • დაღლილობა. ფიბრომიალგიის დროს, ბავშვი იღვიძებს დაღლილი, თუნდაც ხანგრძლივი ძილის შემდეგ. ძილს ხელს უშლის ტკივილი და მრავალ პაციენტს აქვს ძილთან დაკავშირებული სხვა თანმხლები დარღვევაც, როგორიცაა ფეხების მოუსვენრობის სინდრომი ან ძილის აპნოე.
  • სხვა პრობლემები. ზოგიერთ პაციენტს აქვს ტკივილი ან კრუნჩხვითი მოვლა მუცლის ქვედა ნაწილში,ასევე შესაძლოა აღინიშნოს კოგნიტიური შეფერხება (“დაბინდული გონება”), დეპრესია და შფოთვა.