მრავლობითი მიელომა

დაავადების აღწერა

მრავლობითი მიელომა არის კიბო, რომელიც ყალიბდება სისხლის თეთრ უჯრედის ერთ-ერთ ტიპში, პლაზმურ უჯრედებში. პლაზმური უჯრედები ებრძვიან ავადმყოფობებს ანტისხეულების წარმქოქმნის გზით. ანტისხეუელბი ამოიცნობენ და ანადგურებენ მავნებელ ორგანიზმებს.

მრავლობითი მიელომა იწვევს კიბოს უჯრედების ძვლის ტვინში დაგროვებას, სადაც ისინი ჯანმრთელ უჯრედებს აწვებიან და მათ ადგილს იკავებენ. სიმსივნური უჯრედები ანტისხეულების გამომუშავების მაგივრად წარმოქმნიან არანორმალურ ცილებს, რომლებიც იწვევენ თირკმლის პრობლემებს.

მრავლობითი მიელომისათვის ყოველთვის არაა საჭირო მკურნალობა. თუ თქვენ არ აღგენიშნებათ სიმპტომები, თქვენ შესაძლოა არ დაგჭირდეთ მკურნალობა. თუმცა გამოვლინებების არსებობის შემთხვევაში ბევრი სამკურნალ ოსაშუალება არსებობს, რითიც შეიძლება მრავლობითი მიელომის კონტროლი.

გამომწვევი მიზეზი

მიელომის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

ექიმებმა იციან, რომ მიელომა ყალიბდება ძვლის ტვინში შემავალ ერთ, არანორმალურ პლაზმურ უჯრედში. ძვლის ტვინი არის რბილი, სისხლის წარმომქმნელი ქსოვილი, რომელიც თითქმის ყველა ძვლის ცენტრალურ ნაწილს ავსებს. არანორმალური უჯრედები სწრაფად მრავლდებიან.

კიბოს უჯრედები არ მწიფდენიან და კვდებიან ისევე, როგორც ჯანმრთელი უჯრედები, შესაბამისად სიმსივნური უჯრედები გროვდებიან და ეუფლებიან ნორმალური უჯრედების ადგილს. ძვლის ტვინში, მიელომის უჯრედები იკავებენ სისხლის ნორმალურ თეთრ და წითელ უჯრედებს, რაც იწვევს დაღლილობას და იმუნიტეტის დაქვეითებას.

მიელომის უჯრედები პლაზმური უჯრედების მსგავსად ცდილობენ ანტისხეულების წარმოქმნას, თუმცა ამის მაგივრად ისინი გამოიმუშავებენ არანორმალურ ანტისხეულებს, რომელთა გამოყენებაც ორგანიზმს არ შეუძლია. არანორმალური ანტისხეულები(მონოკლონური, იგივე M ცილები) გროვდებიან ორგანიზმში და იწვევენ პრობლემებს, მაგალითად თირკმლის დაზიანებას.

გაუკრვეველი მნიშვნელობის მონოკლონურ გამოპათიასთან კავშირი

მრავლობითი მიელომა უმეტეს შემთხვევაში თავს იჩენს, როგორც კეთილთვისებიანი მდგომარეობა – გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათია.

ყოველწლიურად, გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათიის მქონე ადამიანების 1 %-ს უვითარდება მრავლობითი მიელომა ან რაიმე სხვა, მასთან დაკავშირებული კიბო.

გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათიის, ისევე როგორც მრავლობითი მიელომის შემთხვევაში, აღინიშნება M ცილების არსებობა. ამ ცილებს სისხლში პლაზმური უჯრედები გამოყოფენ. თუმცა მონოკლონური გაოპათიის დროს ასეთი ცილები მიელომასთან შედარებით ბევრად ნაკლები რაოდენობითაა წარმოდგენილი, შესაბამისად არ ხდება ორგანიზმის ქსოვილების დაზიანება.

სიმპტომები

მრავლობითი მიელომის სიმპტომები განსხვავებულია და ადრეულ ეტაპებზე ისინი შესაძლოა საერთოდ არ აღინიშნებოდნენ.
შესაძლო სიმპტომები:

  • ძვლის ტკივილი, განსაკუთრებით ხერხემლისა და მკერდის არეში
  • გულისრევის შეგრძნება
  • ყაბზობა
  • უმადობა
  • ცნობიერების დაბინდვა
  • დაღლილობა
  • ხშირი ინფექციები
  • წონაში კლება
  • სისუსტე ან მგრძნობელობის დაქვეითება ქვედა კიდურებში
  • ჭარბი წყურვილი


როდის მივმართოთ ექიმს

მუდმივი შემაწუხებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.