მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფსია

დაავადების აღწერა

მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფსია იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც მშობიარე ქალში არტერიული წნევის შემდგომ მომატებასა და შარდში ზედმეტი ცილის გასვლას იწვევს. მდგომარეობა მშობიარობიდან მალევე ვითარდება.

ძირითადად, მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფსია მშობიარობის შემდეგ 48 საათის განმავლობაში ვლინდება. თუმცა, მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფსია ზოგჯერ მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგაც ვითარდება. ამას მოგვიანებითი მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფსია ეწოდება.

მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფსია საჭიროებს სწრაფ მკურნალობას. მკურნალობის გარეშე, მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფსია იწვევს გულყრებსა და სხვა მძიმე გართულებებს.

პრეეკლამფსია მსგავსი მდგომარეობაა, რომელიც ორსულობის დროს ვითარდება და ტიპიურად გაივლის ბავშვის დაბადების შემდეგ.

გამომწვევი მიზეზი

მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფსიის მიზეზები ან ორსულობის დროინდელი პრეეკლამფსიის მიზეზი, უცნობია. ორსულობის დროინდელი პრეეკლამფსია ტიპიურად მშობიარობის შემდეგ გაივლის, ხოლო მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფსია სავარაუდოდ ორსულობის ბოლოს იწყება და თავს იჩენს ბავშვის დაბადების შემდეგ.

სიმპტომები

მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფსია ადვილი ამოსაცნობი არ არის პაციენტისთვის. ორსულობის დროს, მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფსიის სიმპტომები ბუნებრივია არ ვლინდება. ასევე, შეიძლება ქალმა ვერ შენიშნოს, რომ რაღაც აწუხებს, რადგან მშობიარობის შემდეგ ბევრი სხვა სიმპტომი და საზრუნავი აქვს.

მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფსიის ნიშნები და სიმპტომები წააგავს ორსულობის დროინდელი პრეეკლამფსიის სიმპტომებს. ესენია:

  • სისხლის მაღალი არტერიული წნევა (140/90 ან მეტი)
  • ჭარბი ცილა შარდში– პროტეინურია
  • ძლიერი თავის ტკივილი
  • მხედველობის ცვლილებები, როგორიცაა მხედველობის დროებითი დაკარვა, დაბინდვა, ა.შ.
  • სახისა და კიდურების შეშუპება
  • მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, ძირითადად ნეკნების ქვეშ, მარჯვნივ
  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
  • შარდვის შემცირება
  • წონის უცაბედი მომატება, ტიპიურად 0,9 კგ კვირაში



თუ გაქვთ მშობიარობის შემდგომი პრეეკლამფსიის სიმპტომები მშობიარობიდან მალევე, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ. მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.