მსუბუქი კოგნიტიური შეფერხება

დაავადების აღწერა

მსუბუქი კოგნიტიური ჩამორჩენა კოგნიტიური ფუნქციების ნორმალურ კლებასა და დემენციას შორის არსებული საშუალო საფეხურია. მსუბუქი კოგნიტიური ჩამორჩენა იწვევს მეხსიერების პრობლემებს, მეტყველების, ფიქრის, განსჯის პრობლემებს, რომლებიც აღემატება ნორმალურ, ასაკობრივ ცვლილებებს. თუ გაქვთ მსუბუქი კოგნიტიური ჩამორჩენა, შესაძლოა ხვდებოდეთ, რომ მეხსიერების და სხვა ფუნქციები დაქვეითებულია. თქვენი ოჯახის წევრები ან მეგობრები შეამჩნევენ ამ ცვლილებებს. ზოგადად, ცვლილებები არ არის იმდენად მძიმე, რომ ხელი შეუშალოს პაციენტს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მსუბუქი კოგნიტიური ჩამორჩენა ზრდის დემენციის განვითარების რისკს, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება ან სხვა ნევროლოგიური პრობლემები. ზოგიერთ პაციენტში, მსუბუქი კოგნიტიური ჩამორჩენა არ რთულდება სხვა დაავადებით, პაციენტების მცირე ნაწილი კი გამოკეთდება კიდეც.

გამომწვევი მიზეზი

მსუბუქ კოგნიტიურ ჩამორჩენას ერთი კონკრეტული მიზეზი და გამოსავალი არ აქვს. სიმპტომები შესაძლოა სტაბილურად მიმდინარეობდეს წლების განმავლობაში ან მოხდეს გაუარესება დემენციით.

დღევანდელი მონაცემებით დგინდება, რომ მსუბუქი კოგნიტიური ჩამორჩენა იწყება ალცჰაიმერის დაავადების მსგავსი მსუბუქი ცვლილებებიდან. ზოგიერთი ეს ცვლილება აღმოაჩინეს მსუბუქი კოგნიტიური ჩამორჩენის მქონე პაციენტების გაკვეთის დროს. ეს ცვლილებებია:

  • ბეტა–ამილოიდის ცილის გროვები–ფოლაქები ტვინში, მიკროსკოპული ცილოვანი ჩანართები, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადებასაც ახასიათებს
  • ლევის სხეულაკები, რომლებიც ასევე ცილების მიკროსკოპული გროვებია და ასოცირებულია პარკინსონის დაავადებასთან, ლევის სხეულოვან დემენციასთან და ზოგჯერ ალცჰაიმერთან
  • მცირე ზომის ინსულტები ან სისხლის შეფერხება ტვინში


ტვინის კვლევების შედეგად დადგინდა,რომ მსუბუქი კოგნიტიური ჩამორჩენის ნიშნებია:

  • ჰიპოკამპუსის დაპატარავება–მეხსიერების ცენტრი
  • თავის ტვინის ფოლაქები
  • თავის ტვინის სითხით სავსე ნაწილების–პარკუჭების გადიდება
  • გლუკოზის ნაკლები მოხმარება– შაქარი, რომელიც ტვინის უჯრედების პირველი საკვები ნივთიერებაა.

სიმპტომები

თავის ტვინი, როგორც სხეულის დანარჩენი ნაწილები, იცვლება ასაკთან ერთად. ბევრი ადამიანი ამჩნევს, რომ მეხსიერება ისეთივე აღარაა, როგორც უწინ. შესაძლოა მეტი დრო დაგჭირდეთ სიტყვის გასახსენებლად ან ადამიანის სახელის მოსაგონად.

ხანგრძლივი და ხშირი პრობლემები მეხსიერების და სხვა ფუნქციების გამო შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ გაქვთ მსუბუქი კოგნიტიური ჩამორჩენა. კოგნიტიური ჩამორჩენის შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:

  • მოვლენები გავიწყდებათ უფრო ხშირად.
  • გავიწყდებათ მნიშვნელოვანი შეხვედრა, სოციალური შეკრება.
  • კარგავთ ფიქრის ხაზს საუბრის, კითხვის დროს.
  • გაწუხებთ გადაწყვეტილებების მიღება, გეგმავთ ნაბიჯებს რაიმე დავალების შესასრულებლად, გიჭირთ ინსტრუქციების აღქმა.
  • გიჭირთ ნაცნობ გარემოში გზის გაგნება.
  • გახდით უფრო იმპულსური.
  • ოჯახის წევრები და მეგობრები ამჩნევენ ცვლილებებს.


თუ გაქვთ მსუბუქი კოგნიტიური ჩამორჩენა, შესაძლოა ასევე გამოვლინდეს:

  • დეპრესია
  • გაღიზიანება, აგრესია
  • შფოთვა
  • აპათია