მთვარეულობა (სომნამბულიზმი)
დაავადების აღწერა
მთვარეულობა (სომნამბულიზმი) მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანი ძილის განმავლობაში მოძრაობს, გადაადგილდება და ასრულებს გარკვეულ აქტივობებს. მთვარეულობა (სომნამბულიზმი) უფრო ხშირია ბავშვებში. მდგომარეობა ძირითადად გამოსწორდება მოზარდობის ასაკში. მთვარეულობის ცალკეული ინციდენტი სერიოზული პრობლემის ნიშანი არ არის და მკურნალობას არ საჭიროებს. თუ გაქვთ მთვარეულობა (სომნამბულიზმი) ხშირად, შესაძლებელია ძილის დარღვევის დიაგნოზის არსებობა.
მთვარეულობა (სომნამბულიზმი) იშვიათია მოზრდილებში და ხშირად ერევათ სხვა თანაარსებულ ძილის დარღვევებში, ასევე განსხვავებულ დაავადებებში.
თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ახასიათებს სიარული ძილის დროს, აუცილებლად უნდა დაიცვათ იგი დაზიანებებისაგან.
გამომწვევი მიზეზი
მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს მთვარეულობა, მათ შორის:
- ძილის ნაკლებობა
- გადაღლა
- სტრესი
- დეპრესია
- შფოთვა, მაგალითად დაშორების შფოთვა ბავშვებში
- სიცხე
- ძილის რეჟიმის არევა
- ზოგიერთი მედიკამენტი და ნივთიერება, როგორიცაა ხანმოკლე ჰიპნოტიკი, სედატივი ან ფსიქოტროპული პრეპარატების კომბინაციები. ასევე, ალკოჰოლი.
ზოგჯერ, მთვარეულობა (სომნამბულიზმი) გამოწვეულია ძილის დარღვევებით მიმდინარე დაავადებებით, როგორიცაა:
- ძილის დროს სუნთქვის არასწორი ტენდენციის დაავადება– მაგალითად, ძილის ობსტრუქციული აპნოე
- ნარკოლეფსია
- მოუსვენარი ფეხების სინდრომი
- გასტროეზოფაგიალური რეფლუქსის დაავადება
- შაკიკი
- ჰიპერთიროიდიზმი, თავის დაზიანება ან ინსულტი
- მოგზაურობა
სიმპტომები
მთვარეულობა (სომნამბულიზმი) კლასიფიცირდება, როგორც პარასომნია, ანუ ძილის დარღვევა. მთვარეულობა (სომნამბულიზმი) აღგზნების დაავადებაა, ანუ იგი მხოლოდ ძილის ნელი ფაზის დროს ვითარდება. ეს ფაზა ყველაზე ღრმაა და არ მოიცავს სიზმრებს. ასევე, ამ ფაზის დარღვევით მიმდინარე დაავადებაა ძილის დროს ტერორის შეტევა, რომელიც ზოგჯერ მთვარეულობას თან ახლავს.
მთვარეულობა (სომნამბულიზმი) ძირითადად ღამის ადრეულ ნაწილში ვლინდება, ჩაძინებიდან 1–2 საათში. მთვარეულობა (სომნამბულიზმი) იშვიათად გამოიხატება ჩათვლემისას. ეპიზოდი იშვიათი ან ხშირია, ძირითადად რამდენიმე წუთს გასტანს, შესაძლოა მეტსაც.
სიმპტომებია:
- საწოლიდან ადგომა და სახლის გარშემო სიარული
- საწოლიდან წამოჯდომა, თვალების გახელა
- უმეტყველო სახე
- ნორმალური აქტივობები– ჩაცმა, საჭმლის მომზადება
- სხვებთან კომუნიკაციის ნაკლებობა
- ეპიზოდიდან გამოღვიძების გაძნელება
- დეზორიენტაცია, დაბნევა გაღვიძებისას
- მალევე ჩაძინება
- ეპიზოდი ხშირად არ ახსოვთ
- ზოგჯერ, დღისით ვითარდება ძილიანობა, ძილის დარღვევის გამო
- ძილის ტერორი, მთვარეულობასთან დამატებით
იშვიათად გამოვლენილი სიმპტომებია:
- სახლიდან გასვლა
- ავტომანქანის ტარება
- უცნაური საქციელი, როგორიცაა კარადაში მოშარდვა
- სქესობრივი აქტივობა
- დაზიანება– დავარდნა, ფანჯრიდან გადავარდნა
- ძალადობრივი ქმედებები დაბნევის დროს (გამოღვიძების შემდეგ) ან ზოგჯერ ეპიზოდის განმავლობაში
როდის მივმართოთ ექიმს
მთვარეულობის (სომნამბულიზმი) ცალკეული შემთხვევა ძირითადად არ საჭიროებს ჩარევას. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ეს პრობლემა:
- ხშირად გაწუხებთ, მაგალითად კვირაში 1–2 ჯერ
- იწვევს საშიშ ქცევას ან ტრავმულ დაზიანებას, მაგალითად სხვის მიმართ ძალადობა ან სახლიდან გასვლა
- იწვევს ძილის დარღვევას, სხვების შეწუხებას, სირცხვილის გრძნობას
- გამოჩნდა პირველად მოზრდილ ასაკში
- ბავშვს კვლავ აწუხებს მოზარდობის ასაკის შემდეგ