მუცლის ტიფი

დაავადების აღწერა

მუცლის ტიფს იწვევს ბაქტერია Salmonella typhi. მუცლის ტიფი იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა იგი კვლავ დიდ საფრთხეს წარმოადგენს განვითარებად ქვეყნებში.

მუცლის ტიფი ვრცელდება დაბინძურებული წყლით და საკვებით ან დაინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტით. ნიშნები და სიმპტომები არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და ფაღარათი ან ყაბზობა.

ადამიანთა უმეტესობა კარგად ხდება ანტიბიოტიკური თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, თუმცა ზოგიერთი ადამიანი კვდება გართულებების გამო. არსებობს მუცლის ტიფის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა იგი მხოლოდ ნაწილობრივაა ეფექტური. ვაქცინას უკეთებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფექციასთან ან მოგზაურობენ ისეთ ადგილას, სადაც გავრცელებულია მუცლის ტიფი.

გამომწვევი მიზეზი

მუცლის ტიფს იწვევს ბაქტერია Salmonella typhi. ეს ბაქტერია და სალმონელოზის გამომწვევი ბაქტერია არ არის ერთი და იგივე.

ფეკალურ-ორალური გავრცელების გზა

მუცლის ტიფის გამომწვევი ბაქტერია ვრცელდება დაბინძურებული საკვების ან სასმელის მიღებით და დაინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტი. განვითარებად ქვეყნებში შემთხვევათა უმეტესობა დაბინძურებული წყლის დალევით და ცუდი სანიტაციითაა გამოწვეული. განვითარებულ ქვეყნებში ადამიანების უმეტესობა ინფექციას მოგზაურობისას იძენენ და შემდგომ ფეკალურ-ორალური გზით ავრცელებენ.

ეს ნიშნავს, რომ S.typhi შეიძლება იყოს დაინფიცირებული ადამიანის შარდში და განავალში. ინფექცია თქვენში შეიძლება მოხვდეს საკვებით, რომელსაც ინფიცირებული ადამიანი შეეხო. თქვენ აგრეთვე შეიძლება დაინფიცირდეთ დაბინძურებული წყლის დალევით.

ტიფის მატარებლები

ანტიბიოტიკური მკურნალობის შემდეგ, ადამიანების მცირე ნაწილში ბაქტერია რჩება ნაწლავებში და ნაღვლის ბუშტში. ამ ადამიანებს ქრონიკული მატარებლები ეწოდებათ. მათ არ აქვთ დაავადების ნიშნები და სიმპტომები, თუმცა მათ განავალში არის ბაქტერიები, რის გამოც მათ შეიძლება სხვები დააინფიცირონ.

სიმპტომები

ნიშნები და სიმპტომები დროთა განმავლობაში ჩნდება, როგორც წესი ინფექციის შემოჭრიდან 1-3 კვირაში.

ადრეული სტადია

მუცლის ტიფის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტემპერატურა, რომელიც თავიდან დაბალია და ყოველდღე მატულობს
  • თავის ტკივილი
  • სისუსტე და დაღლილობა
  • კუნთების ტკივილი
  • ოფლიანობა
  • მშრალი ხველა
  • მადის დაკარგვა ან წოლაში კლება
  • მუცლის ტკივილი
  • ფაღარათი ან ყაბზობა
  • გამონაყარი
  • მუცლის ძლიერი შეშუპება



მოგვიანებითი სტადია

მკურნალობის გარეშე თქვენ შეიძლება:

  • დელირიულ მდგომარეობაში იყოთ
  • იწვეთ უმოძრაოდ ნახევრად დახუჭული თვალებით



ამ სტადიაზე აგრეთვე ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

ზოგიერთ ადამიანში მუცლის ტიფის ნიშნები შეიძლება ხელახლა განვითარდეს სიმპტომების ალაგებიდან 1-2 კვირაში.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ მუცლის ტიფზე გაქვთ ეჭვი. თუ ავად გახდებით უცხო ქვეყნაში, მიმართეთ თქვენი ქვეყნის საელჩოს ან თან იქონიეთ ადგილობრივი ექიმების და საავადმყოფოების ნომრები.

თუ ნიშნები და სიმპტომები სახლში გაგიჩნდებათ, მიმართეთ ინფექციონისტს.