მუნი

დაავადების აღწერა

მუნი არის ქავილის გამომწვევი კანის დაავადება, რომელიც გნაპირობებულია მცირე ზომის მთხრელი ტკიპებით – სარკოპტეს სკაბიეით. მდგომარეობა იწვევს ძლიერ ქავილს კანზე ტკიპების მიერ ამოთხრილი ღრმულების სარეებში. ფხანვის სურვილი შესაძლოა განსაკუთრებით ძიერი იყოს ღამით.

მუნი არის გადამდები დაავადება, რომელიც ადვილად ვრცელდება ახლო ფიზიკური კონტაქტის შედეგად ოჯახში, სკოლაში, ციხეში და ა.შ. მუნის ასეთი გადამდებობის გამო, ექიმები პაციენტის საკონტაქტო ჯგუფსაც ხშირად ურჩევენ მკურნალობას.

მუნი ადვილად იკურნება. მედიკამენტური საშუალებების კანზე გამოყენება კლავს ტკიპებს და მათ კვერცხებს, თუმცა ქაბილი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

გამომწვევი მიზეზი

მუნს იწვევს მიკროსკოპული ზომის რვაფეხა ტკიპა. მდედრი ტკიპა ძვრება კანქვეშ და წარმოქმნის გვირაბს, სადც დებს კვერცხებს. შემდეგ კვერცხებიდან იჩეკებიან ტკიპის ლარვები, რომლებიც ამოდიან კანის ზედაპირზე, სადაც ისინი მწიფდენიან და ვრცელდებიან კანის სხვა ნაწილებში ან სხვა ადამიანების სხეულზე. მუნით გამოწვეული ქავილი განპირობებულია ტკიპებზე, მათ კვერცხებზე და ნარჩენ პროდუქტებზე ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ალერგიული რეაქციის შედეგად.

ახლო ფიზიკური კონტაქტი და იშვიათ შემთხვევებში, ტანსაცმლის ან საწოლის გაცვლია ინფიცირებულ ადამიანთან იწვევს ინფექციის გადაცემას.

ძაღლები, კატები და ადამიანები მუნით ავადდებიან თავიანთთვის დამახასიათებელი ტკიპის ჯიშით. ტკიპის თითოეული ფორმა ირჩევს ერთ კონკრეტულ მასპინძელ ორგანიზმს და არ შორდება მას. ამიტომ ცხოველიდან გადადებული ტკიპა ადამიანზე მხოლოდ დროებით რეაქციას იწვევს. ამ მდგომარეობისგან განსხვავებით, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემული ტკიპა დაავადებას სრულყოფილად ავითარებს.

სიმპტომები

მუნის სიმპტომები:

  • ქავილი, რომელიც არის ძლიერი და უარესდება ღამის პერიოდში
  • თხელი, არარეგულარი ღრმულების კვალი, რომელიც შედგება მცირე ზომის ბუშტუკებისგან ან ამობურცულობებისგან კანზე.



ხვრელები და ნაკვალევი, როგორც წესი, კანის ნაკეცებში ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ნებისმიერი ნაწილი შესაძლოა იყოს ჩართული, უფროსი ასაკის ბავშვებსი დაზრდასრულებში მუნი აღინიშნება:

  • თითებს შორის
  • იღლიებში
  • მაჯის გარშემო
  • იდაყვის შიდა ნაწილში
  • ფეხის გულებზე
  • სარძევე ჯირკვლების გარშემო
  • მამაკაცებში სასქესო ორგანოების გარშემო
  • დუნდულებზე
  • მუხლებზე
  • მხრებზე



ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში, სიმპტომები აღინიშნება:

  • სკალპზე
  • სახეზე
  • კისერზე
  • ხელის გულებზე
  • ფეხის გულებზე



თუ თქვენ აქამდე გქონიათ მუნი, სიმპტომები შესაზლოა განვითარდეს ტკიპასთან კონტაქტის შემდეგ რამოდენიმე დღეში. თუმცა, თუ თქვენ არასოდეს გქონიათ იგივე დაავადება, სიმპტომების დასაწყებად დაახლოებით 6 კვირაა საჭირო. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ მუნის გავრცელებისთვის სიმპტომების არსებობა აუცილებელი არ არის.

როდის მივმართოთ ექიმს

მუნის მიმმანიშნებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

კანის ბევრი დაავადება, როგორიცაა დერმატიტი და ეკზემა, უკავშირდება ქავილსა და მცირე ზომის ამობურცულობებს კანზე. ექიმი შეეცდება გამოიკვლიოს მდგომარეობის ზუსტი მიზეზი შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად. ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები და აბაზანის მიღება არ აქრობს მუნს.