დაავადების აღწერა
მუწუკები ბავშვებში ძირითადად ახალშობილების კანზე ჩნდება. მუწუკები ახალშობილებში შესაძლოა გაჩნდეს სახის ნებისმიერ ნაწილში, თუმცა ისინი ყველაზე ხშირად ლოყებზე, ცხვირზე და შუბლზე გვხვდება. მუწუკები ბავშვებში ხშირი, თუმცა დროებითია. მუწუკების თავიდან არიდება ახალშობილებში რთულია. ძირითადად, მუწუკები არ საჭიროებენ სამედიცინო ჩარევას.
გამომწვევი მიზეზი
ბავშვებში მუწუკების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
სიმპტომები
მუწუკები ბავშვებში ხშირად ხასიათდება პატარა წითელი ამობურცულობებით ან ჩირქოვანი ბუშტუკებით ახალშობილის ლოყებზე, ცხვირსა და შუბლზე. მუწუკები უმეტეს შემთხვევაში დაბადებიდან 2-4 კვირის შემდგომ ვითარდება. იმ შემთხვევაში, თუ ახალშობობილი მოუსვენარია ან ხშირად ტირის, მუწუკებს შესაძლოა უფრო ცუდი გარეგნობა ჰქონდეს.
ბავშვებში ასევე ხშირია მცირე ზომის თეთრი ამობურცულობები ცხვირზე, ნიკაპსა და ლოყებზე. ამ ამობურცულობას მილია ეწოდება.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ თქვენი შვილის ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ რაიმე ეჭვი ბავშვის კანის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მუწუკები ბავშვებში ხშირად 3-4 თვის მერე თავისით გაივლის.