მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი

დაავადების აღწერა

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი ვითარდება როცა ფილტვებში ჰაერით სავსე წვრილ, ელასტიურ ბუშტებში (ალვეოლები) გროვდება სითხე. სითხის დაგროვება ნიშნავს ჰაერისათვის ნაკლები სივრცის არსებობას, შესაბამისად მცირდება ჟანგბადის გადაცემა სისხლისათვის. ორგანოები ვერ იღებენ საკმარის ჟანგბადს ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი გვხვდება იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე რაიმე დაავადების გამო ავად არიან ან აქვთ მნიშვნელოვანი დაზიანებები. სუნთქვის ძლიერი უკმარისობა სინდრომის მთავარი სიმპტომია და ჩნდება დაავადების გართულებიდან ან დაზიანებიდან რამდენიმე საათში ან დღეში.

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი მძიმე მდგომარეობაა. ბევრი პაციენტი იღუპება. ფატალური შედეგის რისკს ზრდის ასაკი და მდგომარეობის სიმძიმე. თუ პაციენტი გადარჩა სინდრომის შემდეგ, შესაძლოა განიკურნოს სრულიად ან დარჩეს მუდმივი ფილტვის დაზიანება.

გამომწვევი მიზეზი

სინდრომის მექანიკური გამომწვევი მიზეზი სითხის გაჟონვაა, ფილტვის მცირე ზომის კაპილარებიდან ალვეოლებში, სადაც ნორმაში სისხლის ჟანგბადით გამდიდრება ხდება. სისხლი ნორმაში შეკავდება სისხლძარღვებში დამცავი მემბრანის საშუალებით. მწვავე დაავადება ან დაზიანება კი იწვევს ანთებას, არღვევს მემბრანის მთლიანობას და მთავრდება გაჟონვით. 



მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია: 

  • სეფსისი. სინდრომის ყველაზე ხშირი მიზეზი სეფსისია– სისხლის მძიმე, გავრცელებული ინფექცია
  • მავნებელი ნივთიერებების ინჰალაცია. მაღალი კონცენტრაციებით გამონაბოლქვის ჩასუნთქვა ან ქიმიურ ნარჩენებთან კონტაქტი შეიძლება დასრულდეს სინდრომით. ასევე, სინდრომს ზოგჯერ იწვევს ნაღები მასის ასპირაცია.
  • მძიმე პნევმონია. პნევმონიის ზოგიერთი შემთხვევა, როცა ჩართულია ფილტვის ხუთივე წილი.
  • თავის, გულმკერდის ან სხეულის სხვა ნაწილის დაზიანება. ავარიები, როგორიცაა საავტომობილო შემთხვევები და სიმაღლიდან ვარდნა, აზიანებს ფილტვებს და ტვინის იმ ნაწილს, რომელის სუნთქვაზეა პასუხისმგებელი.

სიმპტომები

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის სიმპტომები განსხვავდება ინტენსივობით, გამომწვევი მიზეზის შესაბამისად, ისევე, როგორც თანამდევი გულ–ფილტვის პათოლოგიების სიმძიმის მიხედვით. ესენია:

  • სუნთქვის ძლიერი უკმარისობა
  • ძალდატანებითი და უჩვეულოდ სწრაფი სუნთქვა
  • დაბალი არტერიული წნევა
  • დაბნეულობა და ძლიერი დაღლილობა



როდის მივმართოთ ექიმს
სინდრომი ძირითადად მოყვება სხვა დაავადებას ან დაზიანებას, პაციენტების უმრავლესობა უკვე ჰოსპიტალიზირებულია სხვა მიზეზის გამო.