მზის ალერგია

დაავადების აღწერა

მზის ალერგია არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების ასაღწერად, რომლებსაც აერთიანებს მზის სინათლესთან კონტაქტის შემდეგ წითელი გამონაყარი. მზის ალერგიის ყველაზე ხშირი ფორმაა პოლიმორფული გამონაყარი, ანუ ‘მზით მოწამვლა”.

ზოგიერთ ადამიანს აქვს მზის ალერგიის თანდაყოლილი ფორმა, სხვებს კი ნიშნები და სიმპტომი რაიმე ნივთიერებასთან, მაგალითად ზოგიერთ მედიკამენტთან ან მცენარესთან კონტაქტის შემდეგ უჩნდება.

მზის ალერგიის მსუბუქი ფორმები მკურნალობის გარეშე ქრება. უფრო მძიმე შემთხვევებს სტეროიდული კრემები ან ტაბლეტები სჭირდება. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მწვავე მზის ალერგია, მზისგან თავის არიდება და დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა ესაჭირეობათ.

გამომწვევი მიზეზი

ზოგიერთ მედიკამენტს, ქიმიურ ნაერთს და სამედიცინო მდგომარეობას შეუძლია გაზარდის კანის მგრძნობელობა მზის მიმართ. უცნობია რატომ აქვს მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს მზის ალერგია. ამაში შეიძლება თანდაყოლილი ფაქტორი მონაწილებოდეს.

სიმპტომები

მზის ალერგია გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე შეიძლება სხვადასხვა შესახედაობის იყოს. ნიშნები და სიმპტომებია:

  • სიწითლე
  • ქავილი ან ტკივილი
  • პატარა გამობურცულობები, რომლებიც შეიძლება გაერთიანდეს
  • აქერცვლა ან ქავილი
  • ბებერები ან ჭინჭრის ციება



ნიშნები და სიმპტომები მხოლოდ მზესთან კონტაქტის შემდეგ ჩნდება, რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათში.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ უჩვეულო, შემაწუხებელი კანის რეაქცია მზის სინათლეზე. უფრო მწვავე ან ხანგრძლივი სიმპტომების დროს, მიაკითხეთ კანის ექიმს (დერმატოლოგი).