მზის დამწვრობა

დაავადების აღწერა

მზის დამწვრობა – წითელი, მტკივნეული კანი, რომელიც შეხებისას ცხელია – ჩნდება მზის სხივების ან ხელოვნური წყაროს ულტრაიისფერ გამოსხივებასთან გადამეტებული კონტაქტის შემდეგ. მზის დამწვრობის გაქრობას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს.

ინტენსიურ, ხშირ კონტაქტს მზის სხივებთან შეუძლია გაზარდოს კანის სხვა დაზიანებების და ზოგიერთი დაავადების რისკი. ესენია მშრალი ან ნაოჭიანი კანი, მუქი ლაქები, უხეში წერტილები და კანის სიმსივნეები, მაგალითად მელანომა.

თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თავი მზის დამწვრობისგან და მსგავსი მდგომარეობებისგან კანის დაცვით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარეთ ყოფნისას, გრილ და ღრუბლიან ამინდშიც კი. თუ თქვენ გაქვთ მზის დამწროვება, იმკურნალეთ სახლში რათა ააჩქაროთ გამოჯანმრთელება.

გამომწვევი მიზეზი

მზის დამწვრობას იწვევს ულტრაიისფერ სინათლესთან გადამეტებული კონტაქტი. ულტრაიისფერი გამოსხივება არის მზის თვალით უხილავი გამოსხივება. ულტრაიისფერი A და ულტრაიისფერი B არის მზის გამოსხივების ის ორი ტიპი, რომელიც პასუხისმგებელია მზის დამწვრობაზე. სოლარიუმები აგრეთვე ასხივებენ ულტრაიისფერ სინათლეს და იწვევენ მზის დამწვრობას.

მელანინი არის კანის გარეთა შრეში შემავალი პიგმენტი, რომელიც აძლევს კანს დამახასიათებელ შეფერილობას. ულტრაიისფერი სინათისგან თავის დასაცავად ორგანიზმი აჩქარებს მელანინის გამომუშავებას, რის შედეგადაც კანი იღებს რუჯისთვის დამახასიათებელ მუქ შეფერილობას.

გარუჯვა არის კანის თავდაცვის მექანიზმი ულტრაიისფერი სინათლის და სხვა დაზიანების საწინააღმდეგოდ. თუმცა ეს დაცვა სრულყოფილი არ არის. მელანინის წარმოქმნის უნარი გენეტიკურადაა განპირობებული. ზოგიერთ ადამიანს არ აქვს საკმაირის მელანინი კანის დასაცავად, რის გამოც საბოლოოდ ულტრაიისფერი სინათლე იწვევს კანის დამწვრობას, ტკივილს, სიწითლეს და შეშუპებას.

მზის დამწვრობა შეიძლება განვითარდეს გრილ და ღრუბლიან დღეებშიც. ულტრაიისფერი სხივების 80%-მდე გადის ღრუბლებში. თოვლი, ყინული, ქვიშა, წყალი და სხვა ზედაპირები ირეკლავენ ულტრაიისფერ სხივებს და აგრეთვე იწვევენ მზის დამწვრობას.

სიმპტომები

მზის დამწვრობის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ვარდისფერი ან წითელი კანი
  • კანი რომელიც შეხებისას თბილი ან ცხელია
  • ტკივილი, მგრძნობელობის მომატება ან ავილი
  • შეშუპება
  • პატარა სითხით სავსე ბებერები, რომლებიც შეიძლება გაკსდეს
  • თავის ტკივილი, ცხელება, შეციება და მწვავე დამწვრობის შემთხვევაში დაღლილობა



მზის დამწვრობა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, მათ შორის ყურის ბიბილოებზე, სკაპლზე და ლოყებზე. ზოგიერთი ტანსაცმელი ატარებს ულტაიისფერ სხივებს, რის გამოც მზის დამწვრობა შეიძლება დაფარულ კანზეც განვითარდეს. თქვენ თვალები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ულტრაიისფერ სინათლეზე. თვალებზე მზის დამწვრობას ახასიათებს ძლიერი ტკივილი.

ნიშნები და სიმპტომი მზის სხივებთან კონტაქტის შემდეგ რამდენიმე საათში ჩნდება, თუმცა სრული შედეგი შეიძლება ერთ დღეში გამოჩნდეს.

რამდენიმე დღეში კანის ზედა ფენა დაიწყებს აქერცვლას. აქერცვლის შემდეგ კანი დროებით შეიძლება სხვა ფერის იყოს. მწვავე მზის დამწვრობის ჩაცხრობას შეიძლება რამდენიმე დღე დაჭირდეს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ მზის დამწვრობა:

  • წყლულდება და მოიცავს სხეულის დიდ ნაწილს
  • თან ერთვის მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბნეულობა, გულისრევა ან შეციება
  • არ უმჯობესდება თვითმკურნალობის შედეგად



აგრეთვე მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ გაქვთ ინფექციის ნიშნები და სიმპტომები. ესენია:

  • მზარდი ტკივილი და მგრძნობელობის მომატება
  • მზარდი შეშუპება
  • ყვითელი გამონადენი (ჩირქი) ღია ბებერადან
  • წითელი ლაქები, რომლებიც გამოდის ღია ბებერადან