ნაადრევი მშობიარობა
დაავადების აღწერა
ნაადრევი მშობიარობა იწყება, როცა რეგულარული შეკუმშვების გამო საშვილოსნოს ყელი იხსნება ორსულობის 37–ე კვირამდე. სრული ორსულობა დაახლოებით 40 კვირას უნდა გაგრძელდეს.
თუ ნაადრევი მშობიარობის შეჩერება ვერ ხერხდება, ბავშვი ჩნდება დროზე ადრე. რაც უფრო ნაადრევია ეს პროცესი, მით მეტი რისკია ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დღენაკლული ბავშვები საჭიროებენ სპეციალურ მოვლას, ნეონათოლოგიის ინტენსიურ ბლოკში. დღენაკლულ ბავშვებს ზოგჯერ გრძელვადიანი მენტალური და ფიზიკური შეფერხებები აქვთ.
ხშირად, ნაადრევი მშობიარობის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ გარკვეული რისკ–ფაქტორები დაკავშირებულია ნაადრევ პროცესებთან. ამის მიუხედავად, ნაადრევი მშობიარობა ზოგჯერ რისკ–ფაქტორების არმქონე ქალებშიც გვხვდება. მაინც საჭიროა რისკის განსაზღვრა, რათა მიღებული იყოს საჭირო ზომები.
გამომწვევი მიზეზი
სიმპტომები
ზოგიერთ ქალში, ნაადრევი მშობიარობის ნიშნები და სიმპტომები ადვილი შესამჩნევია. ზოგჯერ კი პროცესი შეუმჩნევლად იწყება. დააკვირდით, ხომ არ გაქვთ:
- რეგულარული ან ხშირი შეკუმშვები– მოჭერითი შეგრძნება მუცლის არეში
- მუდმივი, ყრუ, წელის ტკივილი
- მენჯის ღრუში ან ქვემო მუცელში ზეწოლის შეგრძნება
- მუცლის მსუბუქი მოვლა
- ფაღარათი
- ვაგინალური გამონადენი ან სისხლდენა
- წყლების დაღვრა– ვაგინალური თხიერი გამონადენი
- ვაგინალური გამონადენის ცვლილებები
თუ გაშფოთებთ თქვენი მდგომარეობა, განსაკუთრებით ვაგინალური სისხლდენის ან მუცლის მოვლის, ტკივილის შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ექიმს. არ შეგეშინდეთ, რომ ნაადრევი მშობიარობა არ დაწყებულა და ექიმს არასწორი მიზეზით ურეკავთ. სჯობს, ეს პროცესი გამოირიცხოს.