ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვა

დაავადების აღწერა

ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვა არის ზედმეტი, პათოლოგიური შეკუმშვა, რომლიც იმპულსიც მოდის გულის ქვედა საკნებიდან– პარკუჭებიდან. ეს ზედმეტი დარტყმა ხელს უშლის გულის ნორმალურ რითმს, რაც გამოიხატება პაციენტში გულის ფრიალით და უცნაური შეგრძნებით. ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვა ხშირია, თითქმის ყველა ადამიანი გამოცდის გარკვეულ ეტაპზე ნაადრევ პარკუჭოვან შეკუმშვას.

ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვა ასევე ცნობილია ამ სახელებით:

  • ნაადრევი პარკუჭოვანი კომპლექსი
  • ნპკ
  • ნაადრევი პარკუჭოვანი იმპულსი
  • ექსტრასისტოლა



თუ ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვა მხოლოდ იშვიათად გაქვთ, სხვამხრივ ჯანმრთელი ხართ და არაფერი გაწუხებთ, შესაძლოა არ დაგჭირდეთ მკურნალობა. თუ ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვა ხშირად გაწუხებთ და ატარებთ გულის რაიმე დაავადებას, დაგჭირდებათ მკურნალობა, რათა თავი უკეთ იგრძნოთ და აიცილოთ გულზე გართულებები.

გამომწვევი მიზეზი

გული შედგება ოთხი საკნისაგან– ორი ზედა წინაგული და ორი ქვედა პარკუჭი. რითმი ნორმაში კონტროლდება სინოატრიალური კვანძიდან, რომელიც მარჯვენა წინაგულში მდებარეობს და მოიცავს სპეციალიზირებული უჯრედების გროვას.

სინოატრიალური კვანძი იწყებს იმპულსის გენერირებას და პროცესი მთავრდება შეკუმშვით. სინუსური კვანძიდან, ელექტრული იმპულსი ჩადის წინაგულებიდან პარკუჭებში, რაც იწვევს პარკუჭის კუნთის შეკუმშვას და სისხლის გადასროლას.

ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვა პათოლოგიური შეკუმშვაა, რომლის იმპულსიც პარკუჭებში მოდის. ეს ზედმეტი შეკუმშვა ხშირად იმაზე უფრო ადრე ხდება, ვიდრე შემდეგი დარტყმაა მოსალოდნელი. ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვა ხშირად ხელს უშლის გულის შეკუმშვის ნორმალურ თანმიმდევრობას: ჯერ წინაგული უნდა იკუმშებოდეს, შემდეგ კი პარკუჭი. ამის გამო, ზედმეტი დარტყმები არასაკმარისად გადაისვრიან სისხლს ორგანიზმში.

რატომ ჩნდება ზედმეტი შეკუმშვა?

მიზეზი ყოველთვის არ არის ცნობილი. გარკვეული ფაქტორები, როგორიცაა გულის დაავადება, ორგანიზმის ცვლილებები, რაც პარკუჭის უჯრედს ელექტრულად არასტაბილურს ხდის, შესაძლოა თამაშობდნენ როლს. გულის დაავადება და ნაწიბურები გულში შეიძლება გახდეს იმპულსის არასწორი გადაცემის მიზეზი.

ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვა ასოცირებულია:

  • ქიმიური ცვლილებები, დისბალანსი ორგანიზმში
  • გარკვეულ მედიკამენტებთან, მათ შორის ასთმის პრეპარატები
  • ალკოჰოლი ან ნარკოტიკები
  • ადრენალინის მაღალი დონე ორგანიზმში, რომელსაც იწვევს კოფეინი, თამბაქო, ვარჯიში ან შფოთვითი მდგომარეობა
  • გულის კუნთის დაზიანება კორონარული დაავადების გამო, თანდაყოლილი დაავადებით, სისხლის მაღალი წნევით ან გულის უკმარისობით.

სიმპტომები

ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვა ზოგჯერ სიმპტომებს არ იწვევს. შესაძლოა გქონდეთ უცნაური შეგრძნება გულმკერდის არეში:

  • თრთოლვა
  • ფრიალი
  • აჩქარება, ხტუნვა
  • გამოტოვებული დარტყმა
  • გულისცემის უკეთ შეგრძნება



როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ ზემოთ აღწერილი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს. ექიმი დაადგენს, ზუსტად რა იწვევს თქვენს ნიშნებს. ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვა შესაძლოა პრობლემა იყოს, მაგრამ ხშირად გამომწვევი მიზეზი სხვა დაავადებაა, როგორიცაა არითმია, გულის დაავადებები, შფოთვა, ანემია ან ინფექციები.