ნაბახუსევი

დაავადების აღწერა

ნაბახუსევი არის უსიამოვნო ნიშნებისა და სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც ვითარდება ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ.

როგორც წესი, რაც უფრო მეტ ალკოჰოლს დალევთ, მით უფრო დიდი ალბათობით გექნებათ ნაბახუსევი მეორე დღეს. არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რომელიც გეტყვით, თუ რამდენი ალკოჰოლი უნდა დალიოთ რომ არ გქონდეთ ნაბახუსევი.

ნაბახუსევების უმეტესობა მაქსიმუმ 24 საათში თავისით ქრება. თუ გადაწყვეტთ ალკოჰოლის დალევა, დალიეთ ზომიერად, რათა თავიდან აირიდოთ ნაბახუსევი.

გამომწვევი მიზეზი

ნაბახუსევს იწვევს ალკოჰოლის გადამეტებული მიღება. ნაბახუსების განვითარებისთვის ბევრ ადამიანში ერთი ჭიქა სასმელიც საკმარისია, სხვებში კი ბევრი სასმლის მიღების შემთხვევაშიც კი შეიძლება არ განვითარდეს ნაბახუსევი.

ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს ნაბახუსევის განვითარებას. ესენია:

  • ალკოჰოლი იწვევს შარდის წარმოქმნის გაძლიერებას. გაძლიერებული შარდვა ხელს უწყობს გაუწყლოების განვითარებას, რისი სიმპტომებიც არის წყურვილი, თავბრუსხვევა და გულის წასვლის შეგრძნება.
  • ალკოჰოლი იწვევს იმუნური სისტემის ანთებით პასუხს. იმუნური სისტემის ფუნქციონირებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური სიმპტომები, მაგალითად კონცენტრაციის შესუსტება, მეხსიერების პრობლემები, მადის დაქვეითება და ხალისის დაკარგვა.
  • ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭის გარსს. ალკოჰოლი ზრდის კუჭის მჟავის პროდუქციას და აყოვნებს კუჭის შიგთავსის დაცლას. ამ ფაქტორებს შეუძლიათ გამოიწვიონ მუცლის ტკივილი, გულისრევა და პირღებინება.
  • ალკოჰოლმა შეიძლება დააქვეითოს სისხლში შაქრის დონე. თუ თქვენი შაქრის დონე ძალიან დაიწევს, შეიძლება აღინიშნოს დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, კანკალი, გუნების გაუარესება და გულყრები.
  • ალკოჰოლი აფართოებს სისხლძარღვებს, რამაც შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს.
  • ალკოჰოლი გთენთავთ, თუმცა თქვენი ძილის ხარისხი გაუარესდება, რის გამოც თავი შეიგრძნება დაღლილად იგრძნოთ.
  • ალკოჰოლი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც კონჯენერი ეწოდება. კონჯენერი ბევრ ალკოჰოლურ სასმელს აძლევს დამახასიათებელ გემოს და იწვევს ნაბახუსევს. კონჯენერები უფრო დიდი რაოდენობითაა მუქ ლიქიორში, მაგალითად ბრენდიში და ვისკიში, ვიდრე გამჭვირვალე ლიქიორში, როგორებიცაა არაყი და ჯინი.

სიმპტომები

ნაბახუსევის სიმპტომები ძირითადად ჩნდება მაშინ, როდესაც სისხლში ალკოჰოლის შემცვლელობა ნულია ან ნულს უახლოვდება. იგი ძირითადად დალევის შემდეგ მეორე დილით ვლინდება. იმის მიხედვით, თუ რა და რამდენი დალიეთ, შეიძლება შენიშნოთ:

  • ზოგადი სისუსტე და დაღლილობა
  • წყურვილი
  • თავის და კუნთების ტკივილი
  • გულისრევა, პირღებინება და მუცლის ტკივილი
  • ძილის გაუარესება
  • მგრძნობელობის მომატება სინათლეზე და ხმაზე
  • თავბრუსხვევა ან ოთახის ბრუნვის შეგრძნება
  • კანკალი
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
  • ხასიათის ცვლილებები, მაგალითად დეპრესია, შფოთვა ან გაღიზიანებულობა
  • ჩქარი გულისცემა



როდის მივმართოთ ექიმს

ერთი ღამე სმის შემდეგ განვითარებული ნაბახუსევი თავისით გაქრება. მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ რეგულარული, გადამეტებული ალკოჰოლის სმის გამო შეიძლება გაგიჭირდეთ ალკოჰოლისგან განთავისუფლება ან თუ ნაბახუსევი ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში. არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების და მასზე დამოკიდებულების მოხსნაში.

როდის არის გადაუდებელი მდგომარეობა

დალევის შემდეგ განვითარებული უფრო მწვავე ნიშნები და სიმპტომები შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე, ალკოჰოლით მოწამვლაზე მიუთითებდეს. დარეკეთ სასწრაფოში, თუ ადამიანს აქვს შემდეგ ნიშნები:

  • დაბნეულობა
  • პირღებინება
  • გულყრები
  • სუნთქვის შენელება (წუთში 8 ამოსუნთქვაზე ნაკლები)
  • არარეგულარული სუნთქვა (სუნთქვებს შორის 10 წამზე მეტი შუალედი)
  • მოლურჯო ან ფერმკრთალი კანი
  • სხეულის დაბალი ტემპერატურა (ჰიპოთერმია)
  • ფხიზლად ყოფნის გაძნელება
  • გულის წასვლა



ადამიანი, რომელსაც გული წაუვიდა და ვერ აღვიძებთ, სიკვდილის რისკის ქვეშაა. თუ ვინმეზე ეჭვობთ, რომ ალკოჰოლით მოწამვლა აქვს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არ უვლინდება კლასიკური ნიშნები და სიმპტომები, მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება.