ნაეგლერიის ინფექცია

დაავადების აღწერა

ნაეგლერიის ინფექცია თავის ტვინის იშვიათი და ფატალური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ტბებში, მდინარეებში და წყაროებში მობინადრე არსება. ამებასთან კონტაქტი შესაძლებელია ცურვის დროს ან წყლის სპორტებში მონაწილეობისას.

ამება ცხვირის ღრუს საშუალებით ადის თავის ტვინში და იწვევს სერიოზულ დაზიანებას. ნაეგლერიის ინფექციის მქონე ადამიანები დაახლოებით ერთ კვირაში იღუპებიან.
 
მილიონობით ადამიანს აქვს შეხება ამებასთა წლის განმავლობაში, თუმცა ძალიან ცოტა ავადდება ინფექციით. მკვლევარებმა არ იციან, თუ რატომ იწვევს ინფექციას ამება კონკრეტულ ადამიანებში და არა დანარჩნებში.

ასეთი ინფექციებისგან თავის არიდება შესაძლებელია წყალში ყოფნისას ცხვირის სამაგრის გაკეთებით ან ტბებში, მდინარეებსა და წყაროებში ჩასვლისგან თავის შეკავებით.

გამომწვევი მიზეზი

ნაეგლერიას ინფექციას იწვევა ნაეგლერია ფოლვერის ამება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მტკნარ წყლებში გვხვდება, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. ამება ზოგიერთ შემთხვევაში მიწაშიც ბინადრობს. ორგანიზმი სხეულში აღწევს ცხვირის ღრუს საშუალებით, დაბინძურებული წყლისა და მტვერის საშუალებით და ადის თავის ტვინში ყნოსვის შემგრძნები ნერვების გზით.

ნაეგლერია ფოვლერისთან კონტაქტის შემდგომ მილიონობით ადამიანიდან მხოლოდ რამოდენიმეს ემართება ინფექცია. ის, თუ რატომ იწვევს ორგანიზმი ინფექციას ადამიანების მხოლოდ ერთ ნაწილში, უცნობია.

ამება არ ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ან დაბინძურებული წყლის დალევის შედეგად. სათანადოდ გასუფთავებულო და დეზინფიცირებული საცურაო ბასეინები ასევე არ შეიცავენ ამებას.

სიმპტომები

ნაეგლერიას ინფექცია იწვევს დაავადებას, რომელსაც ეწოდება ამების პირველადი მენინგოენცეფალიტი. ეს დაავადება იწვევს თვის ტვინის ანთებას და მისი ქსოვილების განადგურებას.

სიმპტომები ამებასთან კონტაქტის შემდგომ 2-15 დღეში იჩენს თავს:

  • ყნოსვისა და გემოვნების აღქმის შეცვლა
  • სიცხე
  • უცაბედი თავის ტკივილი
  • გაშეშებული კისერი
  • მგრძნობელობა სინათლეზე
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • დაბნეულობა
  • წონასწორობს დაკარგვა
  • ძილიანობა
  • გულყრები
  • ჰალუცინაციები


სიმპტომები ვითარდება სწრაფად. პაციენტი სიმპტომების გამოვლინებიდან დაახლოებით 1 კვირაში იღუპება.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ სიცხის, თავის ტკივილის, კისრის გაშეშების და ღებინების უცაბედი დაწყება.