ნაღვლის ბუშტის კენჭები

დაავადების აღწერა

ნაღვლის ბუშტის კენჭები საჭმლის მომნელებელი წვენის გამაგრებული კონკრემენტებია, რომლებიც შეიძლება ნაღვლის ბუშტი წარმოიქმნას. თქვენი ნაღვლის ბუშტი არის მუცლის მარჯვენა ნაწილში, ღვიძლის ქვეშ არსებული პატარა, მსხლის ფორმის ორგანო. ნაღვლის ბუშტი ინახავს ნაღველს, ერთერთ საჭმლის მომნელებელ წვენს. ნაღველი გადადის წვრილ ნაწლავში.

კენჭის ზომები მერყეობს ქვიშის მარცვლიდან გოლფის ბურთის ზომამდე. ზოგ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს მხოლოდ ერთი კენჭი, ხოლო სხვებს ერთდროულად ბევრი.

ნაღვლის ბუშტის კენჭები ხშირია ამერიკაში. ადამიანებს, რომლებსაც კენჭების გამო უვლინდებათ სიმპტომები, ძირითად ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაცია სჭირდებათ. კენჭები, რომლებიც არ იწვევენ ნიშნების და სიმპტომების გაჩენას, ძირითადად არ საჭიროებენ მკურნალობას.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია რა იწვევს ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნას. ექიმები ფიქრობენ, რომ ნაღვლის ბუშტის კენჭები ჩნდება, როდესაც:

  • თქვენი ნაღველი შეიცავს ზედმეტ ქოლესტეროლს. ნორმაში, ნაღველი შეიცავს საკმარის ნივთიერებებს რათა შეძლოს ღვიძლის გამოყოფილი ქოლესტერინის დაშლა, მაგრამ თუ თქვენი ღვიძლი გამოყოფს იმაზე მეტ ქოლესტეროლს, ვიდრე შეუძლია ნაღველს დაშალოს, ჭარბი ქოლესტეროლისგან შეიძლება წარმოიქმნას კრისტალები და საბოლოო ჯამში კენჭები.
  • თქვენი ნაღველი შეიცავს ჭარბ ბილირუბინს. ბილირუბინი არის ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად. ზოგიერთი მდგომარეობა იწვევს ღვიძლის მიერ ზედმეტი ბილირუბინის წარმოქმნას. ასეთებია ღვიძლის ციროზი, ნაღვლის ბუშტის სადინრის ინფექცია და ზოგიერთი სისხლის დაავადება. ჭარბი ბილირუბინი ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის კენჭების ფორმირებას.
  • თქვენი ნაღვლის ბუშტი წესიერად არ იცლება. თუ თქვენი ნაღვლის ბუშტი არ იცლება ბოლომდე ან საკმარისად ხშირად, ნაღველი შეიძლება კონცენტრირებული გახდეს და ხელი შეუწყოს კენჭების წარმოქმნას.



ნაღვლის ბუშტის კენჭების ტიპები

ნაღვლის ბუშტის კენჭების ტიპებია:

  • ქოლესტეროლის კენჭები. კენჭების ყველაზე გავრცელებულ ტიპს, ქოლესტეროლის კენჭებს, ხშირად ყვითელი შეფერილობა აქვს. ამ კენჭების ძირითადი შემადგენელი ელემენტი დაუშლელი ქოლესტეროლია, თუმცა იგი შეიძლება სხვა ნივთიერებებსაც შეიცავდეს.
  • პიგმენტური კენჭები. ეს მუქი ყავისფერი ან შავი კენჭები წარმოიქმნება როცა თქვენი ნაღველი ჭარბ ბილირუბინს შეიცავს.

სიმპტომები

ნაღვლის ბუშტის კენჭებმა შეიძლება არ გამოიწვიონ ნიშნები და სიმპტომები. თუ კენჭი გაიჭედება სადინარში და გამოიწვევს დახშობას, შეიძლება განვითარდეს ნიშნები და სიმპტომები. ესენია:

  • უეცარი და სწრაფად ზრდადი ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში
  • უეცარი და სწრაფად ზრდადი ტკივილი მუცლის ცენტრში, მკერდის ძვლის ქვეშ
  • ბეჭებს შორის ტკივილი
  • ტკივილი მარჯვენა მხარში



ნაღვლის ბუშტის კენჭებით გამოწვეული ტკივილი შეიძლება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს.

როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ გაქვთ ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც გაწუხებთ.

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ ნიშნები ან სიმპტომები ნაღვლის ბუშტის კენჭების სერიოზული გართულების, როგორებიცაა:

  • მუცლის ტკივილი, რომელიც იმდენად მწვავეა, რომ ერთ ადგილას ვერ ჩერდებით და ვერ პოულობთ კომფორტულ პოზიციას
  • კანის და თვალის სკლერების შეყვითლება
  • მაღალი სიცხე შეციებით