ნაღვლის ბუშტის სიმსივნე

დაავადების აღწერა

ნაღვლის ბუშტის კიბო არის სიმსივნე, რომელიც აღმოცენდება ნაღვლის ბუშტში.

ნაღვლის ბუშტი არის პატარა, მსხლის ფორმის ორგანო, რომელიც მდებარეობს მუცლის მარჯვენა მხარეს, ღვიძლის ქვეშ. ნაღვლის ბუშტი ინახავს ნაღველს, რომელიც არის ღვიძლის წარმოქნილი საჭმლის მომნელებელი წვენი.

ნაღვლის ბუშტის კიბო იშვიათია. თუ ნაღვლის ბუშტის კიბო ადრეულ სტადიაზე იქნება აღმოჩენილი, განკურნების შანსები დიდია, მაგრამ ნაღვლის ბუშტის კიბოების უმეტესობის აღმოჩენა ძალიან გვიან სტადიაზე ხდება, როცა პროგნოზი ძალიან ცუდია.

ნაღვლის ბუშტის კიბო რთული სადიაგნოზოა, რადგან იგი არ იწვევს სპეციფიური ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენას. აგრეთვე, ნაღვლის ბუშტის შედარებით მიფარებული მდებარეობა ადვილს ხდის სიმსივნის ზრდას აღმოჩენის გარეშე.

გამომწვევი მიზეზი

გარკვეული არ არის თუ რა იწვევს ნაღვლის ბუშტის კობის.

ექიმებმა იციან, რომ ნაღვლის ბუშტის კიბო ფორმირდება, როდესაც ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელი უჯრედების დნმ-ში ვითარდება ცვლილებები (მუტაციები). ეს მუტაციები იწვევს უჯრედების უკონტროლო ზრდას და მათ სიცოცხლისუნარიობას მაშინ, როცა ჯანმრთელი უჯრედი მოკვდებოდა. უჯრედების გროვა ქმნის სიმსივნეს, რომელიც შეიძლება ზომაში გასცდეს ნაღვლის ბუშტს და გავრცელდეს სხეულის სხვა მიდამოებში.

ნაღვლის ბუშტის კიბოების უმეტესობა იწყება ნაღვლის ბუშტის შიგნითა ზედაპირის ამომფენ ჯირკვლოვან უჯრედებში. ამ უჯრედებისგან განვითარებულ სიმსივნეს ადენოკარცინომა ეწოდება. ბოლო წინადადება მიჭირს.

სიმპტომები

ნაღვლის ბუშტის კიბოს ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით მუცლის ზემო მარჯვენა ნაწილში
  • მუცლის შებერვა
  • ქავილი
  • ცხელება
  • მადის დაკარგვა
  • წონაში უმიზეზო კლება
  • გულისრევა
  • კანისა და თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება (სიყვითლე)



როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ შეწუხებული ხართ რაიმე ნიშნებით და სიმპტომებით.