ნარცისიზმი
დაავადების აღწერა
ნარცისიზმი ფსიქიკური აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანს საკუთარ მნიშვნელობაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს. ასეთი ადამიანები ითხოვენ ქებას აღტაცებას სხვებისგან, თუმცა ახასიათებთ ემპათიის ნაკლებობა სხვების მიმართ. თუმცა ამ ულტრათავდაჯერებლობის ნიღაბის უკან იმალება ძალიან დაბალი თვითშეფასება, რომელიც მოწყვლადია მცირეოდენი კრიტიკის მიმართაც კი.
ნარცისიზმი ბევრ პრობლემას იწვევს ცხოვრების სხვადასხვა გარემოებებში, როგორიცაა ურთიერთობა, სამსახური, სკოლა და ფინანსთან დაკავშირებული მდგომარეობები. ასეთი პაციენტები, როგორც წესი თავს გრძნობენ უბედურად და იმედგაცრუებულად, რადგან თვლიან, რომ არ იღებენ საკმარის აღიარებას მათი დამსახურების შესაბამისად. ასეთი პაციენტის გარშემო ყოფნა ადამიანებს არ სიამოვნებთ, რაც იწვევს ამ ადამიანში ურთიერთობებით დაუკმაყოფილებლობას.
ნარცისიზმის მკურნალობა მოიცავს კონსულტაციურ თერაპიას(ფსიქოთერაპია).
გამომწვევი მიზეზი
ნარცისიზმის გამომწვევი მიზეზი უცნობია. სხვა ფსიქიკური აშლილობების მსგავსად, ამ დაავადების მიზეზიც კომპლექსურია. ნარცისიზმი შესაძლოა უკავშირდებოდეს:
- მშობლისა და შვილის შეუსაბამო ურთიერთობას, რომელიც მოიცავს გადაჭარბებულ განებივრებას ან პირიქით, ზედმეტ კრიტიკას
- გენეტიკა და ფსიქობიოლოგია – თავის ტვინის კავშირი ქცევასა და აზროვნებასთან
სიმპტომები
ნარცისიზმი ერთ-ერთი აშლილობაა პიროვნული აშლილობებიდან. პიროვნული აშლილობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანის ხასიათის თავისებურება არ მოდის საზოგადოებასთან შესაბამისობაში, რის შედეგადაც ისინი თავს დადარდიანებულად გრძნობენ. ეს განაპირობებს მათი შესაძლებლობების შეზღუდვას ურთიერთოებებში, მუშაობისას, სკოლაში და ა.შ.
ნარცისიზმის დროს, პაციენტი არის პატივმოყვარე, ტრაბახა და პრეტენზიული. იგი ხშირად მონოპოლიზებას უკეთებს საუბრებს. დაავადების მქონე ადამიანი დანარჩენებს დაბლა მდგომებად აღიქვამს. ამ დროს, პაციენტს უჩნდება დიდების განცდა და ვერ ეგუება ადამიანების მხრიდან არასათანადო ყურადღებას. ასეთი პაციენტები დაჟინებით ითხოვენ ყველაფერ საუკეთესოს: საუკეთესო მანქანას, სამედიცინო მომსახურებას და ა.შ.
ამავდროულად, პაციენტს უჭირს კრიტიკის გადატანა. მას საიდუმლოდ აწუხებს დაუცველობის, სირცხვილის, მოწყვლადობის და დამცირებულობის გრძნობა. თავის უკეთ საგრძნობად, ასეთი ადამიანები რეაგირებენ ბრაზით და ცდილობენ სხვების დამცირებას, რათა თავად უკეთესები გამოჩნდენ. თუმცა პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს დეპრესია, რადგან აცნობიერებს მისი სრულყოფილების არარსებობას.
მრავალი ექსპერტი იყენებს ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (დსს-5) კრიტერიუმებს, რათა განსაზვროს ფსიქიკური მდგომარეობები. სახელმძღვანელოს ასევე იყენებს სხვადასხვა დასაზღვევო კომპანია მკურნალობის ასანაზღაურებლად.
დსს-5 ის კრიტერიუმები ნარცისისზმის აღსაწერად:
- საკუთარი თვის მნიშვენლობაზე გადაჭარბებული წარმოდგენა
- მოლოდინი, რომ უნდა იყოს აღიარებული ან გაღმერთებული, მიუხედავად რაიმე მიღწევისა, რასაც შეეძლო განაპირობებინა ასეთი აღტაცება ხალხში
- საკუთარი მიღწევებისა და ნიჭის გადაჭარბებით დახასიათება
- მუდმივი ფიქრი და ფანტაზიები წარმატების, ძალაუფლების, სრულყოფილების, სილამაზის და ა.შ. შესახებ.
- რწმენა, რომ პაციენტი სხვებზე მაღლა დგას და მხოლოდ თავის თანასწორებთან ურთიერთობა შეუძლია
- მუდმივი გაღმერთების მოთხოვნა
- სხვების საშუალებით საუკეთესო საცხოვრებელი პირობებისა და ცხოვრების სურვილი
- ყველასაგან კეთილგანწყობის მოლოდინი და საკუთარი მოლოდინების ეჭვგარეშე დაკმაყოფილების სურვილი
- საკუთარი მიზნის მისაღწევად სხვების დაჩაგვრა
- სხვათა საჭიროებების და შეგრძნებების უგულვებელყოფა
- შური სხვების მიმართ და რწმენა, რომ სხვებს შურთ მისი
- ქედმაღლური ქცევა
მიუხედავად იმისა, რომ ნარცისიზმი ზოგიერთი მახასიათებელი გვაფიქრებინებს, რომ პაციენტი არის თავდაჯერებული, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ნარციიზმი ცდება ჯანმრთელი თავდაჯერებულობის საზღვრებს და პაციენტის საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა იწვევს საკუთარი თავის მაღალ საფეხურზე დაყენებას სხვებთან შედარებით.
როდის მივმართოთ ექიმს
ნარცისიზმის დროს, პაციენტი შესაძლოა საერთოდ არ ფიქრობდეს, რომ რაიმე პრობლემა არსებობს, რადგან მკურნალობა არ ჯდება მის ძლიერ და სრულყოფილ იმიჯში. ნარცისიზმის მქონე ადამიანები სამედიცინო დახმარებას ითხოვენ მხოლოდ დეპრესიის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში. დეპრესიის მიზეზი საზოგადოების მხრიდან კრიტიკა და ამ ადამიანის მიუღებლობაა.
თუ თქვენ თვლით, რომ აღგენიშნებათ ნარცისიზმისთვის დამახასიათებელი თვისებები ან თავს გრძნობთ ზედმეტად მოწყენილად, მიმართეთ ფსიქიატრს ან თქვენთვის სანდო ექიმს. შესაბამისი მკურნალობის პირობებში შესაძლოა პაციენტის დახმარება და მისთვის უფრო სასიამოვნო ცხოვრების შექმნა.