ნაწლავური კოლიკა ბავშვებში

დაავადების აღწერა

ნაწლავური კოლიკა ჯანმრთელ, ნორმალურ კვებაზე მყოფ ბავშვში უცაბედი, მნიშვნელოვნად ძლიერი დისკომფორტის გამომწვევი მდგომარეობაა. ასეთ დროს ბავშვები ტირიან დღეში სამ საათზე მეტს, კვირაში სამ დღეს, 3 კვირის განმავლობაში. არანაირი ქმედება არ ეხმარება ბავშვებს კომფორტის მოსაპოვებლად ასეთი ეპიზოდების დროს.

კოლიკა დისკომფორტს უქმნის როგორც ბავშვს, ასევე თქვენ. მთავარია დამშვიდდეთ–კოლიკა დროებითია. რამდენიმე კვირაში ან თვეში მდგომარეობა გამოსწორდება.

გამომწვევი მიზეზი

კოლიკის მიზეზი უცნობია. მკვლევარებმა შეისწავლეს მრავალი შესაძლო ფაქტორი, მათ შორის ალერგიები, ლაქტოზას აუტანლობა, ბაქტერიული ფლორის ცვლილებები, განუვითარებელი საჭმლის მომნელებელი სისტემა, მშობელთა შფოთვა, ბავშვის კვების თავისებურებანი. ამის მიუხედავად, უცნობია რატომ აქვს ზოგიერთ ბავშვს კოლიკა, ხოლო ზოგს– არა.

სიმპტომები

ტირილი და ჭირვეულობა ნორმალურია ჩვილებისათვის, ამ დროს კოლიკის არსებობა აუცლებლად არ დასტურდება. ჯანმრთელ, ნორმალურ კვებაზე მყოფ ბავშვში, კოლიკის ნიშნებია:

  • ტირილის ადვილად პროგნოზირებადი ეპიზოდები. კოლიკის დროს ბავშვი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ტირის, ძირითადად შუადღეს ან საღამოს. კოლიკის ეპიზოდი გრძელდება რამდენიმე წუთიდან 3 საათამდე ან მეტხანს. ბავშვი შესაძლოა ნაწლავური გაზებისგან გათავისუფლდეს ან კუჭში გავიდეს კოლიკის ეპიზოდის დასასრულს.
  • ინტენსიური, შეუჩერებელი ტირილი. კოლიკის დროს, ტირილი ინტენსიური, ხმამაღალია. ბავშვის სახე შესაძლოა წამოწითლდეს. რთულია მისთვის კომფორტის შექმნა და დამშვიდება.
  • უმიზეზო ტირილი. ჩვილისთვის ნორმალურია ზოგჯერ ტირილი, თუმცა ტირილი ძირითადად რამეს ნიშნავს– შიმშილს ან პამპერსის პრობლემებს. თუ ბავშვი უმიზეზოდ ტირის, სავარაუდოა ნაწლავური კოლიკის არსებობა.
  • პოზიციის შეცვლა. ფეხების მოხრა, მუშტის შეკვრა და მუცლის კუნთების დაჭიმვა ხშირია კოლიკური ეპიზოდის დროს.
  • კოლიკა ხშირია. მდგომარეობა ძირითადად იწყება დაბადებიდან რამდენიმე კვირაში და გაივლის 3 თვის ასაკში. 4–5 თვის ბავშვების უმრავლესობას, კოლიკა უკვე აღარ აქვს.



როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ ტირილი ასოცირებულია დაცემასთან, დაზიანებასთან ან სხვა ავადმყოფობასთან.

მიმართეთ პედიატრს, თუ:

  • ამჩნევთ ბავშვის ტუჩების მოლურჯო შეფერილობას ტირილის დროს
  • გაწუხებთ ტირილი, ამჩნევთ კვების ტენდენციის ცვლილებებს, ძილის ან ქცევის ცვლილებებს.
  • პედიატრს დაეხმარებით, თუ ჩაიწერთ, როდის ტირის ბავშვი და რამდენ ხანს. ასევე, დააკვირდით ბავშვის ძილის და კვების ქმედებებს.