ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი

დაავადების აღწერა

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი არის მდგომარეობა, როდესაც ნაყოფთან შეხებაში მოდის ორსულობის დროს დედის მიერ მიღებული ალკოჰოლი. სინდრომი იწვევს თავის ტვინის დაზიანებასა და ზრდის პრობლემებს. სინდრომით გამოწვეული პრობლემები განსხვავდება ბავშვებში, თუმცა დაავადებით გამოწვეული დეფექტები გამოუსწორებელია.

ორსულობისას არ არსებობს ალკოჰოლის დადგენილი რაოდენობა, რომლის მიღებაც დედისათვის უსაფრთხოა. თუ ქალი იღებს ანებისმიერი რაოდენობით ალკოჰოლს ფეხმძიმობის დროს, იგი რისკის ქვეშ აყენებს ნაყოფს.

თუ თქვენ ეჭვობთ, რომ ბავშვს აღენიშნება ალკოჰოლური სინდრომი, მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება დროულად. ადრეულმა დიაგნოზმა შესაძოა შეამციროს რისკები, რომლებიც მაგალითად უაკვშირდება სწავლისა და ქცევის პრობლემებს.

გამომწვევი მიზეზი

ორსულობისას ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში:

  • ალკოჰოლი გადადის სისხლის მიმოქცევაში და პლაცენტის გავლით აღწევს განვითარებად ნაყოფზე
  • ალკოჰოლი ბავშვის სისხლში მეტ კონცენტრაციას აღწევს, ვიდრე დედის სისხლში, რადგან ნაყოფში ალკოჰოლისმ ეტაბოლიზმი უფრო ნელა ხდება.
  • ალკოჰოლი ხელს უშლის საკვები ნივთიერებებისდა ჟანგბადის მიწოდებას ნაყოფის ორგანოებსა და ქსოვილებში, მათ შორის თავის ტვინში
  • რაც უფრო დიდი რაოდენობით იღებს ორსული დედა ალკოჰოლს, მით უფრო მეტია სინდრომის განვითარების შანსი. ბავშვის თავის ტვინი, გული და სისხლძარღვები ყალიბდება ორსულობის ადრეულ ეტაპებზე. ამ დროს, ქალმა შესაძლოა საერთოდ არ იცოდეს საკუთარი ორსულობის შესახებ, ამიტომაც სიფრთხილეა საჭირო.
  • სახის ნაკვთების, გულის, ძვლების და ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები შესაძლოა აღმოცენდეს დედის მიერ ალკოჰოლის მიღებით პირველი ტრიმეტრის განმავლობაში. ეს ის პერიოდია, როდესაც ნაყოფში განვითარების გადამწყვეტი ეტაპები მიმდინარეობს. თუმცა ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე იმატებს სინდრომის განვითარების რისკი.

სიმპტომები

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის სიმპტომები გნსხვავდება ბავშვებში. სიმპტომები შესაძლოა წარმოადგენდეს ფიზიკური დეფექტების, ინტელექტუალური ან ცნობიერების შეზღუდული უნარებისა და ფუნქციონირების ნარევს.

ფიზიკალური დეფექტები

ფიზიკალური დეფექტები:

  • სახის გამორჩეული ნაკვთები, მათ შორის თვალებს შორის დიდი დაშორება, ძალიან წვრილი ზედა ტუჩი, მოკლე, აპრეხილი ცხვირი და ტუჩსა და ცხვირს შორის გლუვი კანი.
  • სახრების, კიდურებისა და თითების დეფორმაციები
  • შენელებული ზრდა მშობიარობამდე და მის შემდეგ
  • მხედველობისა და სმენის პრობლემები
  • თავის ტვინის და თავის ზომის დაბალი გარშემოწერილობა
  • გულის, თირკმელების და ძვლების პრობლემები



თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები

თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები:

  • კოორდინაციისა და წონასწორობის პრობლემები
  • ინტელექტუალური უნარების შეზღუდვა, სწავლის პრობლემები და გვიანი განვითარება
  • მეხსიერების პრობლემები
  • ინფორმაციის დამუშავებისა და ყურადღების პრობლემები
  • საკითხის გადაჭრის და აზროვნების პრობლემები
  • გადაწყვეტილების შედეგის გააზრების პრობლემები
  • შეფასების პრობლემები
  • ნერვიული ქცევა ან ჰიპერაქტიურობა
  • ხასიათის სწრაფი ცვლილებები



სოციალური და ქცევითი საკითხები

ფუნქციონირებისა და სხვებთან ურთიერთობის პრობლემები:

  • პრობლემები სკოლაში
  • სხვებთან ურთიერთობის დამყარების პრობლემები
  • დაქვეითებული სოციალური უნარები
  • ერთი დავალებიდან მეორეზე მიჩვევისა და გადართვის გაძნელება
  • ქცევისა და იმპულსურობის კონტროლის პრობლემები
  • დროის შეგრძნების პრობლემები
  • კონცენტრაციის პრობლემები
  • მიზნის დასახვის ან დაგეგმვის პრობლემები



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ ხართ ორსულად და თავს ვერ ანებებთ ალკოჰოლს, მიმართეთ ექიმს.

რადგანაც ადრეულმა დიაგნოზმა შესაძლოა შეამციროს სერიოზული გართულებების რისკი ბავშვებში, მოუყევით ექიმს, თუ თქვენ ფეხმძიმობისას მიიღეთ ალკოჰოლი. ნუ დაელოდებით პრობლემის აღმოცენებას, მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება დროულად.

თუ თქვენ იშვილეთ ბავშვი ან ზრდით სხვის შვილს, თქვენ შესაძლოა არ იცოდეთ იღებდა თუ არა ალკოჰოლს ბავშვის ბიოლოგიური დედა ორსულობისას. თუმცა ქცევის ან სწავლის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, მოუყევით ბავშვის შესახებ ექიმს, რათა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი.