ნაყოფის მაკროსომია
დაავადების აღწერა
ტერმინი “ნაყოფის მაკროსომია” გამოიყენება მაშინ, როდესაც ახალშობილი საშუალოზე მნიშვნელოვნად დიდი ზომისაა.
მაკროსომიით დაბადებული ბავშვის წონა აღემატება 4,000 გრამს, მიუხედავად მისი მუცლად ყოფნის პერიოდის ხანგრძლივობისა. მსოფლიოში დაახლოებით 9 % იწონის 3.500 გრამზე მეტს.
თუმცა ნაყოფის მაკროსომიის რისკი იზრდება საგრძნობლად, როდესაც ნაყოფის წონა აღემატება 4.500 გრამს.
მაკროსომიამ შესაძლოა გაართულოს მშობიარობა და გაზარდოს ბავშვის დაზიანების რისკი. ნაყოფის მაკროსომია ასევე იწვევს მშობიარობის შემდგომ ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკის ზრდას.
გამომწვევი მიზეზი
ნაყოფის მაკროსომია შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც გენეტიკური ფაქტორებით, ასევე დედის პრობლემებით, როგორიცაა დიაბეტი და სიმსუქნე. იშივათ შემთხვევბში, ბავშვს აღენიშნება დაავადება, რომელიც ასწრაფებს ნაყოფის ზრდას.
ზოგიერთ შემთხვევაში, ნაყოფის მაკროსომიის მიზეზი უცნობია.
სიმპტომები
მშობიარობის დროს ნაყოფის მაკროსომიის დადგენა რთულია. შესაძლო სიმპტომები:
- გაზრდილი ფუნდური სიმაღლე. მუცლად ყოფნის პერიოდში ექიმთან ვიზიტისას იზომება ფუნდური სიმაღლე – მანძილი საშვილოსნოს ზედა წერტილიდან ბოქვენის ძვლამდე. ფუნდური სიმაღლე, რომელიც არის მოსალოდნელზე მეტი ზომის მიუთითებს ნაყოფის მაკროსომიაზე.
- ჭარბი ამნიოტური სითხე(პოლიჰიდრამნიოზი). ჭარბი რაოდენობით ამნიოტური სითხე – სითხე, რომელიც გარს აკრავს ნაყოფს და იცავს მას ორსულობის დროს – შესაძლოა მიუთითებდეს მაკროსომიაზე
ამნიოტური სითხის რაოდენობა ასახავს ბავშვის შარდვის რაოდენობას. რაც უფრო დიდი ზომისაა ბავშვი, მით მეტ შარდს გამოყოფს. ზოგიერთი მდგომარეობა, რაც იწვევს ბავშვის ზომაში ზრდას ასევე ზრდის შარდის გამოყოფას.