ნეიროდერმატიტი

დაავადების აღწერა

ნეიროდერმატიტი თავს იჩენს, როგორც ქავილის გამომწვევი ლაქა კანზე. თუმცა მოფხანვა ქავილს კიდევ უფრო აძლიერებს. საბოლოო ჯამში ადამიანი არანორმალურად იფხანს კანს. ქრონიკული ქავილისა და ფხანის ციკლი იწვევს კანის შესქელებას.

ნეიროდერმატიტი, იგივე მარტივი ქრონიკული ლიქენი, არ არის სერიოზული დაავადება, თუმცა ქავილი-მოფხანვის ციკლი ნამდვილად პრობლემატურია.

ნეიროდერტმატიტის წარმატებით მკურნალობა დამოკიდებულია პრობლემიბს გამომწვევი ფაქტორის ამოცნობაზე და მის მოშორებაზე. ურეცეპტოდ და რეცეპტით გაცემულმა კრემებმა შესაძლოა შეამსუბუქონ ნეიროდერმატიტის სიმპტომები.

გამომწვევი მიზეზი

ნეიროდერმატიტის ზუსტი მიზეზები უცნობია. ზოგჯერ, ნეიროდერმატიტი ვითარდება მაშინ, როდესაც რაიმე საგანი უბრალოდ ეხახუნება ან აღიზიანებს კანს. ასეთი საგანი შეიძლება იყოს მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმელი ან მწერის ნაკბენი. მოფხანვის შემდეგ, დაზიანებული ადგილი იწვევს მეტ ქავილს. რაც მეტს იფხანთ, მეტად გექავებათ.

ზოგიერთ შემთხვევაში, ნეიროდერმატიტი დაკავშირებულია კანის სხვა მდგომარეობებთან, როგორიცაა კანის სიმშრალე, ეკზემა ან პსორიაზი. სტრესსა და შფოთვას ასევე შეუძლია ქავილის გამოწვევა.

სიმპტომები

ნეიროდერმატიტის სიმპტომები:

  • კანის კონკრეტულ ადგილში ქავილის გამომწვევი ზონა
  • კანის ტყავისებრი ან აქერცლილი აგებულება
  • ამობურცული, უხეში ლაქა, რომელიც არის წითელი ან უფრო მუქი ვიდრე დანარჩენი კანი.
  • ნეიროდერმატიტის პირველადი სიმპტომი არის კანის ქავილი, როგორც წესი, ერთ ლაქასთან ერთად კისერზე, მაჯაზე, წინახმარზე, ბარძაყსა და კოჭზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ნეიროდერმატიტი ზემომქედებს გენიტალურ ზონაზე, როგორებიცაა სათესლე პარკი და ვულვა.
  • ქავილი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, ხასიათდება ხანგამოშვებითობით. საბოლოოდ, ადამიანმა შესაძლოა შეუჩერებლად იფხანოს დაზიანებული ადგილი.


როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • თქვენ შეამჩნევთ, რომ ერთსა და იმავე ადგილს განმეორებით იფხანთ
  • ქაივილი ხელს გიშლით დაძიენბაში ან ყოველდღიურ საქმიანობებზე ფოკუსირებაში.
  • კანი არის მტკივნეული ან გამოიყურება, როგორც ინფიცირებული.