ნეიროენდოკრინული სიმსივნეები
დაავადების აღწერა
ნეიროენდოკრინული სიმსივნეები არანორმალური წანაზარდებია, რომლებიც ყალიბდებიან სპეციალიზებულ უჯრედებში – ნეორიენდოკრინულ უჯრედებში. ამ უჯრედებს ნერვული და ჰორმონების წარმომქმნელი უჯრედების მსგავსი თვისებები აქვთ.
ნეიროენდოკრინული სიმსივნეები იშვიათია და სხეულის ნებისმიერ წერტილში შესაძლოა განვითარდეს. ასეთ ისიმსივნეების უმრავლესობა გვხვდება ფილტვებში, ჭია ნაწლავში, წვრილ ნაწლავში, სწორ ნაწლავსა და პანკრეასი.
ნეიროენდოკრინული სიმსივნეები შესაძლოა იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი.
ნეიროენდოკრინული სიმისვნეების მაგალითები:
- ფილტვის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან თიმუსის კარცინოიდული სიმსივნეები
- პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნე – იგვე კუნძულოვანი უჯრედების კიბო
- ფარისებრი ჯირკვლის ტვინოვანი შრის კარცინომა
- მერკელის უჯრედის კარცინომა – იგივე კანის ნეიროენდოკრინული კარცინომა
- თირკმელზედა ჯირკვლის ფეოქრომოციტომა
- თირკმელზედა ჯირკვლის კიბო
- უმეტესად ფილტვის წვრილუჯრედოვანი კარცინომა
- დიდუჯრედოვანი კარცინოიდული სიმსივნე, მეტწიალდ ფილტვში
ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დიაგნოსტირება და მკურნალობა დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, მის ადგილმდებარეობაზე, გამოყოფს თუ არა იგი ჭარბ ჰორმონებს, რამდენად აგრესიულია იგი და გავრცელებულია თუ არა ორგანიზმის სხვა ნაწილებში.