ნეკნის მოტეხილობა
დაავადების აღწერა
მოტეხილი ნეკნი ადვილად იბზარება. მიუხედავად იმისა რომ მაინც მტკივნეულია, გაბზარეული ნეკნი არ არის ისეთი საშიში როგორც ნაწილებად დატეხილი ნეკნი. ძვლის დაკბილულმა კიდებ შესაძლოა დააზიანოს დიდი ზომის სისხლძარღვები და შინაგანი ორგანოები, მაგალითად ფილტვები.
უმეტეს შემთხვევაში, ნეკნის მოტეხილობა თავისით შუშდება 1-2 თვეში. საჭიროა ტკივილის ადეკვატური კონტროლი, რათა განაგრძოთ ღრმად სუნთვა და თვიდან აირიდოთ ფილტვისმიერი გართულებები, როგორიცაა პნევმონია.
გამომწვევი მიზეზი
სიმპტომები
ნეკნის მოტეხილობასთან დაკავშირებული ტკივილი იწყება ან უარესდება მაშინ, როდესაც:
- თქვენ სუნთქავთ ღრმად
- აწვებით დაზიანებულ ადგილს
- ხრით საკუთარ სხეულს
როდის მივმართოთ ექიმს
- მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღნიშნავთ ძალიან მტკივნეულ წერტილს ნეკნზე ტრავმის შემდეგ. ასევე მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება მაშინ, როდესაც განიცდით ტკივილს ღრმა სუნთქვისას ან უბრალოდ გიჭირთ სუნთქვა.
- მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება სასწრაფოდ, თუ თქვენ გრძნობთ ზეწოლას, სისავსეს ამ მოჭერითი ხასიათის ტკივილს თქვენი მკერდის ცენტრში, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთზე მეტ ხანს. მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუ ტკივილი ვრცელდება მკერდის უკან ბეჭზე ან მხარზე. ეს სიმპტომები შესაძოა გულის შეტევაზე მიუთითებდნენ.