ობობის ნაკბენები
დაავადების აღწერა
ობობის ნაკბენი ხშირად უვნებელია. ბევრ შემთხვევაში სხვა მწერის ნაკბენი და კანის ინფექციები ერევათ ობობის ნაკბენში.
ობობის მხოლოდ რამდენიმე ჯიშს აქვს იმდენად გრძელი ეშვები, რომ კანში შეაღწიონ და იმდენად ძლიერი შხამი, რომ ზეგავლენა მოახდინონ ადამიანზე. ა.შ.შ-ში ასეთებია შავი ქვრივი და ყავისფერი ობობა.
შავი ქვრივის კბენამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მწვავე ტკივილი და გრუნჩხვები, ხოლო ყავისფერი ობობის კბენა იწვევს ნაკბენის გარშემო კანის სიკვდილს. ორივე ობობა ცხოვრობს ადამიანებისგან შორს და მხოლოდ საფრთხის ქვეშ იკბინებიან.
გამომწვევი მიზეზი
ობობის ნაკბენის შემდეგ მწვავე სიმპტომები ვითარდება შხამის ორგანიზმში მოხვედრის გამო. სიმპტომების სიმძიმე დამოკიდებულია ობობის სახეობაზე, გამონთავისუფლებული შხამის რაოდენობაზე და ორგანიზმის მგრძნობელობაზე შხამის მიმართ.
სიმპტომები
ობობის ნაკბენი ჰგავს სხვა მწერების ნაკბენს. ნაკბენის ადგილას ვითარდება წითალი, შესიებული, მტკივნეული ამობურცულობა, რომელიც შეიძლება ვერ შეამჩნიოთ. უვნებელი ობობების ნაკბენებს ძირითადად არ აქვთ სხვა სიმპტომები.
შავი ქვრივის ნაკბენი
შავი ქვრივის ნაკბენის ნიშნები და სიმპტომებია:
- ტკივილი, რომელიც იწყებს კბენიდან 1 საათის შემდეგ და ვრცელდება კბენის ადგილიდან მუცლისკენ, ზურგისკენ ან მკერდისკენ.
- კრუნჩხვები. მუცლის კრუნჩხვები შეიძლება იმდენად მწვავე იყოს, რომ იგი აპენდიციტს ჰგავდეს.
- ოფლიანობა. ჭარბი ოფლიანობა შეიძლება განვითარდეს ნაკბენის გარშემო და მოიცავს მთელი კიდური.
ყავისფერი ობობის ნაკბენი
ყავისფერ ობობის ნაკბენთან დაკავშირებული ტკივილი კბენიდან 8 საათის განმავლობაში მატულობს. ნაკბენი თავისით ქრება 1 კვირის შემდეგ. იშვიათ შემთხვევაში, ნაკბენის შუაში კანი შეიძლება დაწყლულდეს და გამოიწვიოს გარშემო მდებარე კანის ნეკროზი. წყლული ზომაში ზრდას 10 დღეში წყვეტს, თუმცა მის ალაგებას შეიძლება თვეები დაჭირდეს.
როდის მივმართოთ ექიმს
სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ გიკბინათ ობობამ და გაქვთ:
- მწვავე ტკივილი
- მუცლის კრუნჩხვები
- მზარდი წყლული კბენის ადგილას