ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

დაავადების აღწერა

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ხასიათდება უსაფუძვლო ფიქრებითა და შიშებით(ობსესიები), რაც იწვევს განმეორებით ქცევებს(კომპულსიები. შესაძლებელია, რომ აღინიშნებოდეს მხოლოდ ობსესიები ან მხოლოდ კომპულსიები.

აშლილობის დროს, პაციენტი შესაძლოა ვერ ხვდებოდეს, რომ მისი ობსესიები გაუმართლებელია და შეეცადოს ყურადღება არ მიაქციოს მათ ან გაუმკლავდეს. თუმცა ეს მხოლოდ ზრდის სტრესსა და შფოთვას. საბოლოო ჯამში, ადამიანი ცდილობს შეასრულოს კომპულსია, რათა დაძლიოს სტრესული გრძნობები.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, როგორც წესი, ვითარდება კონკრეტული თემის გარშემო, მაგალითად მიკრობებით დაბინძურების გამო გაჩენილი შიში. იმსათვის, რომ პაციენტმა დაძლიოს ეს შიში, იგი ძალიან ხშირად იბანს ხელებს იქამდე, სანამ არ გადაუტყავდება და ასტკივდება მტევნები. მიუხედავად მცდელობისა, რომ ყურადღება არ მიაქციოს შიშებსა და ფიქრებს, ისინი მაინც ბრუნდებიან. ეს პროცესი აყალიბებს ამ აშლილობისთვის სახასიათო მანკიერ წრეს.

გამომწვევი მიზეზი

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მიზეზები სრულად ცნობილი არ არის. მნიშვნელოვანი თეორიები მიზეზების შესახებ:

  • ბიოლოგია. აშლილობა შესაძლოა გამოწვეული იყოს სხეულის ან თავის ტვინის ბუნებრივი ქიმიური პროცესების ცვლილებებით. შესაძლოა ჩართული იყოს გენეტიკური ნაწილიც, თუმცა დაავადებასთან დაკავშირებული კონკრეტული გენები აღმოჩენილი არ არის.
  • გარემო ფაქტორები. ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი გარემო ფაქტორი, როგორიცაა ინფექცია, შესაზლოა უკავშირდებოდეს დაავადების განვითარებას, თუმცა ამ თეორიის დასადასტურებლად შემდგომი კვლევაა საჭირო.

სიმპტომები

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომები, ძირითადად, მოიცავს როგორც ობსესიებს, ასევე განმეორებით ქცევებს(კომპულსიები). თუმცა შესაძლოა აღინიშნებოდეს მხოლოდ ერთ-ერთი.

აშლილობის მქონე ადამიანების მესამედს აღენიშნება უცაბედი, ხანმოკლე და ხანგამოშვებითი მოძრაობების შესრულება და ხმების გამოცემა.

შიშითა და ფიქრებით შეპყრობის სიმპტომები

აშლილობით გამოწვეული ობსესიები წარმოადგენს განმეორებით, მუდმივ და არასასურველ ფიქრებსა და წარმოსახვებს, რომლებიც იწვევენ სტრესსა და შფოთვას. პაციენტი ფიქრებისგან თავის დაღწევას ცდილობს კომპულსიების საშუალებით. ფიქრების სხვა თემაზე გადატანის მცდელობების მიუხედავად ასეთი აკვიატებები მაინც ბრუნდება თავისით.

ობსესიები, როგორც წესი, უკავშირდება კონკრეტულ თემებს, როგორიცაა:

  • დაბინძურებისა და ჭუჭყის შიში
  • საგნების სიმეტრიულად დაწყობის სურვილი
  • აგრესიული დასაზარელი ფიქრეი საკუთარი თავის ან სხვების დაშავების შესახებ
  • არასასურველი ფიქრები, მათ შორის აგრესიული, რელიგიასთან ან სექსუალურ თემებთან დაკავშირებული ფიქრები


ობსესიების სიმპტომების მაგალითები:

  • ხელის ჩამორთმევით დაბინძურების შიში ან იმ საგნების შეხების შიში, რომელთაც სხვები შეეხნენ
  • ეჭვი, რომ კარები არ არის ჩაკეტილი ან ღუმელი ჩართულია
  • ინტენსიური სტრესი, როდესაც საგნები არ არის განლაგებული თანმიმდევრულად ან სიმეტრიულად
  • წარმოსახვები საკუთარი თავის ან სხვისი ტკენის შესახებ
  • ფიქრები უხამსი სიტყვების წამოსროლის ან არაადეკვატურად ქცევის შესახებ
  • ობსესიების გამომწვევი სიტუაციებისგან თავის არიდება
  • სტრესი, რომელიც გამოწვეულია უსიამოვნო სექსუალური წარმოსახვებით, რომლებიც მეორდება ფიქრებში


კომპულსიების სიმპტომები

კომპულსიები განმეორებითი ხასიათის ქცევებია. ასეთი ქცევებით პაციენტები ანაცვლებენ ობსესიებთან დაკავშირებულ შფოთვას და შიშებს. თუმცა კომპულსიები პაციენტს შვებას არ ჰგვრის და მხოლოდ დროებით უმსუბუქებს შფოთვას.

ობსესიური ფიქრების დროს, პაციენტმა შესაძლოა შეიმუშავოს რიტუალები ან წესები, რომლებიც არეგულირებენ შიშებით გამოწვეულ შფოთვებს. ასეთი კომპულსიები, როგორც წესი, არ არის პაციენტის აკვიატებული საფრთხის პრევენციასთან რაციონალურად დაკავშირებული.

როგორც ობსესიები, ასევე კომპულსიები უკვაშირდება კონკრეტულ თემებს, როგორიცაა:

  • დაბანა და გასუფთავება
  • თვლა
  • გადამოწმება
  • დარწმუნებების მოთხოვნა
  • მკაცრი ყოველდღიური რუტინის გაყოლა
  • აკურატულობა


კომპულსიის სიმპტომების მაგალითები:

  • ხელის დაბანა კანის გაუხეშებამდე
  • კარების მუდმივად შემოწმება, რათა დარწმუნდეს, რომ დაკეტილია
  • ღუმელის განმეორებით შემოწმება, რათა დარწმუნდეს, რომ გამორთულია
  • გარკვეული წესების გამოყენებით დათვლა
  • ლოცვის, სიტყვის ან ფრაზის ჩურჩულით, მუდმივად გამეორება
  • დაკონსერვებული პროდუქტების ერთ მხარეს შექცევა



სიმპტომები, როგორც წესი, თანდათანობით ვითარდება და ახასიათებთ მრავალფეროვნება სიცოცხლის განმავლობაში. სიმპტომები, ძირითადად, უარესდება სრესის გაძლიერების შემდგომ. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, რომელიც მუდმივ დაავადებად ითვლება, შესაძლოა იყოს იმდენად მძიმედა ყოვლისმომცველი, რომ გამოიწვიოს პაციენტის უუნარობა.

ზრდასრულების უმრავლესობა აანალიზებს, რომ ობსესიები და კომპულსები არაკეთილგონიერი და უსაფუძვლოა, თუმცა ბავშვები ვერ ხვდებიან, რაშია საქმე.

როდის მივმართოთ ექიმს

პერფექციონისტობასა და ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას შორის განსხვავებაა. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით გამოწვეული ფიქრები არ წარმოადგენს უბრალოდ ჭარბ დარდს ცხოვრებისეული პრობლემების შესახებ. პირიქით, პაციენტი ითხოვს ისეთ წესრიგს და აწუხებს ისეთი შიშები, რომელიც რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს.

მიმართეთ ექიმს ან ფსიქიატრს, თუ ობსესიები და კომპულსიები ზემოქმედებენ თქვენი სიცოცხლის ხარისხზე. აშლილობის მქონე ადამიანებს შესაძლოა აწუხებდეთ სირცხვილი ან გრძნობდნენ თავს უხერხულად მდგომარეობის გამო, თუმცა მკურნალობა შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს მათთვის.