ოპოზიციურ-დევიანტური ქცევითი აშლილობა

დაავადების აღწერა

ისეთი ბავშვებიც კი, რომლებიც ზოგადად დამჯერები არიან, ზოგჯერ ცუდად იქცევიან. ეს ნორმალურია. თუ თქვენი ბავშვი ან მოზარდი ხშირად და ხანგრძლივად ავლენს ბრაზს, გაღიზიანებას, გეჩხუბებათ, არ გიჯერებთ და აქვს პროტესტის გრძნობა თქვენს ან ოჯახის სხვა წევრების მიმართ, მას შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციურ-დევიანტური ქცევითი აშლილობა.

მხოლოდ მშობელი არ მონაწილეობს ოპოზიციურ-დევიანტური ქცევითი აშლილობის მკურნალობაში. ფსიქოლოგები, ექიმები და ბავშვის განვითარების ექსპერტები დაგეხმარებიან.

ოპოზიციურ-დევიანტური ქცევითი აშლილობის მკურნალობა მოიცავს თერაპიას, ოჯახური ურთიერთობების დასამყარებლად და ქცევის უკეთესი კონტროლისათვის. შესაძლოა გამოიყენონ მედიკამენტებიც, ასოცირებული ფსიქოლოგიური პრობლემებისათვის.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, რა იწვევს ოპოზიციურ-დევიანტურ ქცევით აშლილობას. მიზეზები მემკვიდრული და გარემო ფაქტორების ნარევია, მათ შორის:

  • გენეტიკა– ბავშვის ბუნებრივი ტემპერამენტი და სავარაუდოდ ნეირობიოლოგიური განსხვავებები ნერვებისა და ტვინის ფუნქციონირებაში
  • გარემო– პრობლემები მშობლებთან, არასწორი აღზრდა, ზედმეტად უხეში დისციპლინა, ძალადობა და ა.შ

სიმპტომები

ზოგჯერ რთულია განასხვავოთ ჩვეულებრივი, ემოციური ბავშვი და ოპოზიციურ-დევიანტური ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვი. ბავშვის განვითარების გარკვეულ ეტაპებზე წინააღმდეგობითი ქცევა ნორმალური მოვლენაა.

ოპოზიციურ-დევიანტური ქცევითი აშლილობის ნიშნები ტიპიურად სკოლამდელ ასაკში იწყება. ზოგჯერ აშლილობა გვიან იჩენს თავს, მოზარდში. ქცევის გამო მოზარდს პრობლემები ექმნება ოჯახში, სოციალურ აქტივობებში, სკოლასა და სამსახურში.

ამერიკული ფსიქიატრიული ასოციაციის მიერ გამოცემულ წიგნში – Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (DSM-5) აღწერილია ოპოზიციურ-დევიანტური ქცევითი აშლილობის კრიტერიუმები. ამ წიგნის გამოყენება შეუძლიათ ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს როგორც სადიაგნოსტიკო თვალსაზრისით, ასევე სადაზღვევო კომპანიებთან უკეთესი კომუნიკაციისათვის.

ოპოზიციურ-დევიანტური ქცევითი აშლილობის კრიტერიუმებია:

  • ოთხი სიმპტომი მაინც ამ კატეგორიებიდან: გაღიზიანებული, გაბრაზებული; ხშირი კონფლიქტურობა, წინააღმდეგობრივი ქცევა;
  • ქცევა ვლინდება ერთ ადამიანთან მაინც, რომელიც არ არის ბავშვის დედმამიშვილი
  • ქცევა იწვევს პრობლემებს სამსახურში, სკოლაში ან სახლში
  • ქცევა თავს იჩენს დამოუკიდებლად, არ ასახავს სხვა მენტალურ დარღვევას, როგორიცაა ნარკოდამოკიდებულება, დეპრესია ან ბიპოლარული აშლილობა
  • ქცევა გრძელდება 6 თვეს მაინც



კრიტერიუმები შეიცავს როგორც ქცევით, ასევე ემოციურ ასპექტებს:

  • გაბრაზებული, გაღიზიანებული განწყობა
  • ხშირად კარგავს მოთმინებას
  • ადვილად ღიზიანდება სხვების მიერ
  • ხშირად ბრაზდება



აქვს კონფლიქტები და წინააღმდეგობრივი ქვევა:

  • ხშირად ეკამათება უფროსებს ან პასუხისმგებელ პირებს
  • არ ასრულებს უფროსების თხოვნებს
  • განზრახ აღიზიანებს ადამიანებს
  • ხშირად აბრალებს სხვას თავის შეცდომებს



არის მეამბოხე:

  • ხშირად გიწევთ წინააღმდეგობას
  • ასეთ ქცევას ავლენს 6 თვის განმავლობაში 2ჯერ მაინც



ეს ქცევები უნდა იყოს უფრო გამოხატული და ხშირი, ვიდრე ბავშვის თანატოლებში. თუ ბავშვი 5 წლის ან ნაკლებისაა, ქცევა უნდა გრძელდებოდეს ხანგრძლივად, უმეტეს დღეებში, 6 თვის განმავლობაში. 5 წლის შემდეგ, ქცევა უნდა იჩენდეს თავს კვირაში ერთხელ მაინც, ასევე 6 თვის განმავლობაში.

ოპოზიციურ-დევიანტური ქცევითი აშლილობა განსხვავდება სიმძაფრით:

  • მსუბუქი. სიმპტომები მხოლოდ ერთ პირობებში– მხოლოდ სკოლაში, მხოლოდ სახლში ან სამსახურში ვითარდება.
  • საშუალო. ზოგიერთი სიმპტომი ვითარდება 2 ადგილას მაინც
  • მძიმე. სიმპტომები მრავალ ადგილზე ვითარდება– სახლი, სამსახური, სკოლა (3 ან მეტი)



ზოგიერთ ბავშვში, სიმპტომები მხოლოდ სახლშია თავდაპირველად, მაგრამ შემდეგ რთულდება სკოლაშიც და მეგობრებთანაც.

როდის მივმართოთ ექიმს

ბავშვი ვერ იაზრებს, რომ მისი ქცევა პრობლემას ქმნის. ბავშვი ფიქრობს, რომ მისგან ზედმეტს ითხოვენ. თუ თქვენს შვილს აქვს ოპოზიციურ-დევიანტური ქცევითი აშლილობის სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც მის თანატოლებში არ გვხვდება, დაგეგმეთ ვიზიტი ბავშვის ექიმთან.

თუ გაშფოთებთ ბავშვის ქცევა და ეჭვი გეპარებათ, სწორად უდგებით თუ არა რთულ ბავშვს, დაგეხმარებათ ფსიქოლოგი, ბავშვის ქცევითი ექსპერტი ან ექიმი. ბავშვის პედიატრი გირჩევთ შესაბამის ვიზიტებს.