ორმაგი საშვილოსნო

დაავადების აღწერა

მდედრობითი სქესის ნაყოფის განვითრების დროს, საშვილოსნოს ჩამოყალიბება იწყება ორი მცირე ზომის მილით. ნაყოფის განვითარების პარალელურად, მილები ერთდება და ქმნის ერთ დიდი ზომის, ღრუ ორგან-ს საშვილოსნოს. თუმცა, ზგოიერთ შემთხვევაში მილაკები ბოლომდე არ ერთდება. ამის მაგივრად თითოეული მათგანი ცალ-ცალკე სტრუქტურებად ყალიბდება. მდგომარეობას ორმაგი საშვილოსნო ეწოდება. ორმაგ საშვილოსნოს შესაძლოა ჰქონდეს ერთი შესავალი(ყელი) ვაგინაში, თუმცა შესაძოა საშვილოსნოს თითოეულ ღრუს თავისი შესავალი ჰქონდეს. შესაძლოა იყოს ორი ვაგინა.

ორმაგი საშვილოსნო იშვიათი დაავადებაა, რომლის დადგენაც შესაძლოა ვერასდროს მოხერხდეს. ორმაგის საშვილოსნოს მქონე ქალების პროცენტი გაცილებით მეტია იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მუცლის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის ფაქტები წარსულში

მკურნალობა ტარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაავადება იწვევს გართულებებს და სიმპტომებს, მაგალითდ ტკივილს მენჯის არეში, განმეორებითი მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა

გამომწვევი მიზეზი

ორმაგი საშვილოსნოს მიზეზები უცნობია. მდოგმარეობა შესაძლოა დაკავშირეუბლი იყოს თირკმელების პათოლოგიებთან. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ არსებობს რაიმე გამომწვევი,რაც მუცლადყოფნის პერიოდში განაპირობებს ამ კომპლექსური მდგომარეობის გამოვლენას.

სიმპტომები

ზოგიერთ აქალს აქვს ორმაგი საშვილოსნო, თუმცა მის შესახებ არაფერი იცის ორსულობის ან მშობიარობის დროსაც კი. ორმაგი საშვილოსნოს თითოეულ ღრუს თავისი საშვილოსნოს ყელი აქვს. დაავადების მქონე ზოგიერთ ქალს ორი ვაგინა აღენიშნება
შესაძლო სიმპტომები:

  • უჩვეული ზეწოლა ან კრუნჩხვიტი ტიპის ტკივილი მენსტრუაციის დროს ან მის დაწყებამდე
  • არანორმალური სისხლდენა მენსტრუაციის დროს. მაგალითად სისხლდენა ტამპონის გამოყენების მიუხედავად



როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ აღინიშნება ორმაგი საშვილოსნოს სიმპტომები, დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან. ადრეული დიაგნოზი აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ გეგვმავთ შვილის გაჩენას და წარსულში აღინიშნება მუცლის მოშის ფაქტები. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მკურნალობის მეთოდები, რათა გაიზარდოს დაფეხმძიმების, ორსულობის შენარჩუნების და ნორმალური მშობიარობის შანსები.
  • თუ თქვენ დაგიდგინდათ ორმაგი საშვილოსნო და აპირებთ დაფეხმძიმებას, მიმართეთ ექიმს. ერთად თქვენ შეძლებთ ოპტიმალური მკურნალობის დანიშნვნას ორსულობის და მშობიარობის პერიოდში.