ოსტეოართრიტი
დაავადების აღწერა
ოსტეოართრიტი ართრიტის ყველაზე ხშირი ფორმაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს აწუხებს. ოსტეოართრიტი ვითარდება, როცა ძვლებს შორის მდებარე დამცავი ხრტილი დროთა განმავლობაში ცვდება.
ოსტეოართრიტი შეიძლება გახდეს სახსრების დაზიანების მიზეზი ნებისმიერ სახსარში, მაგრამ ყველაზე ხშირად ჩართული სახსრებია ხელში, მუხლებზე, თეძოსა და ხერხემალზე.
ოსტეოართრიტი ხშირად თანდათანობით მძიმდება, განკურნების მეთოდი კი არ არსებობს. აქტიური ფიზიკური ცხოვრება, ჯანსაღი დიეტა და სხვა საშუალებები ანელებს დაავადების პროგრესიას და გეხმარებათ სახსრის ფუნქციის შენარჩუნებაში.
გამომწვევი მიზეზი
ოსტეოართრიტი ვითარდება, როცა ძვლებს შორის (სახსრებში) მდებარე დამცავი ხრტილი დროთა განმავლობაში ცვდება. ხრტილი მაგარი, სრიალა ქსოვილია, რომელიც ამცირებს ხახუნს ძვლებს შორის და უზრუნველყოფს სახსრის სრულ მოძრაობას. ოსტეოართრიტის დროს, ხრტილი უხეშდება, ცვდება და შედეგად ძვლები მოძრაობის დროს სახსარში ერთმანეთს ეხება.
სიმპტომები
ოსტეოართრიტის სიმპტომები თანდათან ვითარდება და მძიმდება. ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ოსტეოართრიტს ახასიათებს:
- ტკივილი. სახსარი მოძრაობის დროს ან შემდეგ გტკივათ
- მტკივნეულობა. სახსარი მგრძნობიარეა მცირე დაწოლაზეც კი
- გაშეშება. სახსრის გაშეშება შესამჩნევია დილით, გაღვიძების შემდეგ ან ინაქტივობის შემდგომ პერიოდში
- ელასტიურობის დაკარგვა. სახსრის მოძრაობა შეზღუდულია
- გატკაცუნების ხმა და შეგრძნება. სახსარში მოძრაობის დროს
- ძვლოვანი გამონაზარდები. მცირე ძვლოვანი წანაზარდები შესაძლოა გაჩნდეს დაზიანებული სახსრის გარშემო
როდის მივმართოთ ექიმს
თუ აღგენიშნათ სახსრის გაშეშება, რომელიც რამდენიმე კვირაზე მეტხანს გასტანს, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან.