ოთახის ტკიპები

დაავადების აღწერა

ოთახის ტკიპა წითელი–მოყავისფრო ფერის პარაზიტული მწერია, რომელიც ძირითადად მძინარე ადამიანებს კბენს და სისხლით იკვებება. ოთახის ტკიპას არ გადააქვს დაავადებები, თუმცა ეს ორგანიზმი მრავალ ჯანდაცვისა თუ ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს.

ტკიპა დაახლოებით ვაშლის თესლის ზომისაა, ბინადრობს საწოლების შიგნით ან მის კუთხეებში, ყუთებში, კარადებში, საწოლის ჩარჩოში ან ნებისმიერ სხვა ნივთში, საწოლთან ახლოს. ტკიპასთან შეხების რისკი მატულობს, თუ ხშირად რჩებით ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობდა, როგორიცაა სასტუმროები, კლინიკები და უსახლკაროთა თავშესაფრები.

თუ გყავთ ტკიპები სახლში, შესაბამისი პროფესიონალების მომსახურება დაგჭირდებათ მათ მოსაშორებლად.

გამომწვევი მიზეზი

ოთახის ტკიპების ნაკბენების შემთხვევათა გამრავლება უკავშირდება:

  • საერთაშორისო მოგზაურების რიცხვის გაზრდას
  • მწერების საკონტროლო სერვისების ცვლილებებს
  • ორგანიზმების რეზისტენტულობას ინსექტიციდურ ნივთიერებებზე



სად იმალებიან ტკიპები?
ოთახის ტკიპები ძირითადად მძინარე ადამიანებს კბენენ. ისინი იმალებიან:

  • მატრასებში
  • ყუთებში
  • საწოლის ჩარჩოებში
  • საწოლის თავთან
  • სხვადასხვა ნივთებში
  • ისინი ასევე შეიძლება იპოვოთ:
  • ამძვრალი საღებავის ან „შპალერის“ ქვეშ
  • იატაკის ქვეშ, კუთხეებში
  • ავეჯის გადასაკრავებში
  • ელექტრულ მოწყობილობებში



როგორ მრავლდებიან ოთახის ტკიპები?

  • ოთახის ტკიპები ხშირად იცვლიან მდებარეობას. ისინი გადადიან ერთი ადგილიდან მეორეზე ტანსაცმლით, ბარგით, ავეჯით, საწოლით და ა.შ.
  • ოთახის ტკიპა დაახლოებით იმავე სიჩქარით მოძრაობს, როგორც ჭიამაია და შეუძლია სასტუმროში ოთახებს შორისაც გადაადგილდეს.



არის თუ არა ოთახის ტკიპა სიბინძურის ნიშანი?

  • ოთახის ტკიპას არსებობისათვის არ სჭირდება არც სუფთა და არც ბინძური გარემო. მათ მხოლოდ მასპინძელი ორგანიზმი და დასამალი ადგილები ესაჭიროებათ.

სიმპტომები

ოთახის ტკიპის ნაკბენის გარჩევა სხვა მწერების ნაკბენებისაგან ან გამონაყრისაგან რთულია. ზოგადად, ტკიპის ნაკბენი არის:

  • წითელი, ხშირად მუქი ფერის წერტილით ცენტრალურად
  • იწვევს წავილს
  • ხაზოვანი ან ჯგუფური განლაგების
  • მდებარეობს სახეზე, კისერზე, ხელებსა და მტევნებზე
  • ზოგიერთ ადამიანს ნაკბენზე რეაქცია არ აქვს, ზოგს კი ალერგიული პასუხი გამოეხატება, რომელიც იწვევს ძლიერ ქავილს და გამონაყარს.



როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაქვთ ალერგია ან კანის მწვავე რეაქცია ტკიპის ნაკბენზე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს მკურნალობის დასაწყებად.