დაავადებები

დაავადების აღწერა დამწვრობა შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო პრობლემა, ასევე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. ყველაზე მძიმე დამწვრობები ვითარდება ელექტრობით ან ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად. ბავშვებში დამწვრობის ყველაზე ხშირი მიზეზი მდუღარე სითხის გადასხმაა. მზეზე დამწვრობა ან სხვა უმნიშვნელო დამწვრობები შესაძლოა სახლის პირობებში მოშუშდეს,…

დაავადების აღწერა დაგროვების აშლილობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ურთულდება ნივთის გაცემა ან გადაგდება რადგან ჰგონია, რომ იგი საჭიროა. დაგროვების აშლილობის მქონე ადამიანს შეიძლება სტრესი ჰქონდეს ნივთების გადაგდებაზე გაფიქრების შემთხვევაშიც კი. ამის გამო ვითარდება ნივთების დაგროვება, მათი მნიშვნელობისდა მიუხედავად. დაგროვება ხშირად…

დაავადების აღწერა დიდი გულყრა – იგივე ტონურ-კლონური გულყრა – მოიცავს გონების დაკარგვას და კუნთების მწვავე შეკუმშვებს. იგი არის გულყრის ის ტიპი, რომელიც ადამიანებს წარმოუდგენიათ გულყრაზე ზოგადად საუბრისას. დიდ გულყრას იწვევს ტვინში პათოლოგიური ელექტრული აქტივობა. ყველაზე ხშირად დიდ გულყრას იწვევს ეპილეფსია,…

დაავადების აღწერა დასავლეთ ნილოსის ინფექცია გამოწვეული კოღოების გადატანილი ვირუსით. დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობას მსუბუქი არ აქვთ ნიშნები ან სიმპტომები ან მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები, მაგალითად ტემპერატურის მომატება და თავის ტკივილი აქვთ. ზოგჯერ დასავლეთ ნილოსის ვირუსმა სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს,…

დაავადების აღწერა დღენაკლულობა ვითარდება, როცა მშობიარობა იწყება მოსალოდნელ თარიღამდე 3 კვირით ან მეტით ადრე. ეს ნიშნავს, რომ მშობიარობა ნაადრევია, თუ პროცესი დაიწყო ორსულობის 37–ე კვირამდე. ნორმაში, ორსულობა 40 კვირას გრძელდება. დღენაკლულ ბავშვს აქვს საშვილოსნოში განვითარებისათვის ნაკლები დრო. დღენაკლული ახალშობილები, განსაკუთრებით…

დაავადების აღწერა დეპრესია მოზარდებში არის სერიოზული პრობლემა, რომელიც იწვევს მუდმივ სევდიანობას და ცხოვრებისეული ინტერესების დაკარგვას. ამ დროს მოზარდი სხვანაირად ფიქრობს, გრძნობს და იქცევა, რაც იწვევს ემოციურ, ფუნქციურ და ფიზიკურ პრობლემებს. დეპრესიის სიმპტომები განსხვავებულია მოზარდებში და ზრდასრულებში. თანათოლთა ზეწოლა, აკადემიური მოსწრება…

დაავადების აღწერა დილის ავადმყოფობა ხასიათდება გულისრევის შეგრძნებით ორსულობის დროს. დილის ავადმყოფობა არასწორი ტერმინია, რადგან მდგომარეობა შესაძლოა დღის ან ღამის ნებისმიერ დროს განვითარდეს. დილის ავადმყოფობა ორსული ქალების დიდ ნაწილში აღინიშნება. იგი ყველაზე ხშირია პირველი ტრიმესტრის დროს, თუმცა ზოგიერთ ქალს დაავადება მთლიანი…

დაავადების აღწერა დაფის აპკის გახევა (პერფორირებული დაფის აპკი) ნიშნავს ყურში მოთავსებული აპკის (ე.წ ბარაბანი) მთლიანობის დარღვევას, რომელიც თხელი ქსოვილოვანი შრისაგან შედგება და გამოყოფს ყურის გარეთა არხს შუა ყურისაგან. დაფის აპკის გახევა შესაძლოა სმენის დაქვეითების მიზეზი გახდეს. დაფის აპკის გახევა ასევე…

დაავადების აღწერა დისექციური ოსტეოქონდრიტი სახსრების დაავადებაა, რომლის დროსაც ხრტილის ნაწილი, ახლომდებარე ძვლის თხელ ფენასთან ერთად, შორდება ძვალს და აშრევდება. დისექციური ოსტეოქონდრიტი ხშირია ახალგაზრდა მამაკაცებში, განსაკუთრებით სახსრის დაზიანების შემდეგ. დისექციური ოსტეოქონდრიტი ყველაზე ხშირად მუხლებში გვხვდება. დისექციური ოსტეოქონდრიტი სხვა სახსრებშიც შეიძლება განვითარდეს.…

დაავადების აღწერა დაძაბული ტიპის თავის ტკივილი არის გაფანტული, სუსტი ან საშუალო თავის ტკივილი, რომელიც ჰგავს თავზე მჭიდრო სახვევის მოჭერას. დაძაბული ტიპი თავის ტკივილის ყველაზე ხშირი ფორმაა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები კარგად შესწავლილი არაა.  არსებობს დაძაბული ტიპის თავის ტკივილის მკურნალობის მეთოდები.…

დაავადების აღწერა დიარეა ნიშნავს ნორმაზე უფრო გახშირებულ დეფეკაციას, შერბილებული, თხიერი განავლით. დიარეა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ზოგჯერ. დეფეკაციის სიხშირე და განავლის მოცულობა ამ დროს ხშირად გაზრდილია. უმეტესად, ფაღარათის სიმპტომები მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს, მაგრამ ზოგჯერ ეს მდგომარეობა კვირებს გრძელდება. ასეთ…

დაავადების აღწერა დივერტიკულა მცირე ზომის ჩანთისებრი ამობურცულობაა, რომელიც ყალიბდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენ შრეზე. დივერტიკულები ყველაზე ხშირად მსხვილი ნაწლავის(კოლინჯის) ქვედა ნაწილში გვხვდება. დივერტიკულები ხშირია, განსაკუთრებით 40 წელს ზემოთ, თუმცა დაავადება იშვიათად იწვევს გართულებებს. მიუხედავად პრობლემის უმნიშვნელობისა, შესაძლოა განვითარდეს დივერტიკულის ანთება…