დაავადებები

დაავადების აღწერა ქატოსებრი ნაირფეროვანი პიტირიაზი არის კანის გავრცელებული სოკოვანი ინფექცია. სოკო ხელს უშლის კანის ნორმალურ პიგმენტაციას, რაც იწვევს პატარა, ფერშეცვლილ ლაქებს. ეს ლაქები შეიძლება იყოს კანის ფერზე მუქი ან ღია და ყველაზე ხშირად ვითარდება ტორსის და მხრების არეში. ქატოსებრი ნაირფეროვანი…

დაავადების აღწერა ტონზილიტი არის ნუშურა ჯირკვლების ანთება. ნუშურა ჯირკვლები წყვილი ორგანოა, რომელიც მდებარეობს ყელის უკანა ნაწილში. ტონზილიტის ნიშნები და სიმპტომებია ნუშურა ჯირკვლების შესიება, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება და კისრის გვერდითა ნაწილებში მგრძნობიარე ლიმფური კვანძები. ტონზილიტის შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია ვირუსული ინფექციით,…

დაავადების აღწერა ენის მოკლე ლაგამი არის თანდაყოლილი მდგომარეობა, რომელიც ზღუდავს ენის მოძრაობის დიაპაზონს. ენის მოკლე ლაგამის დროს, მოკლე ლაგამი იწვევს ენის წვერის მიმაგრებას პირის ძირთან. მოკლე ლაგამის მქონე ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს ენის გამოყოფა. მოკლე ლაგამი აგრეთვე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ჭამის,…

დაავადების აღწერა ფარისებრი ჯირკვლის კვანძი არის მკვრივი ან სითხის სავსე გამობერილობა ფარისებრი ჯირკვალში. ფარისებრი ჯირკვალი არის პატარა ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ყელის ბუძაში, მკერდის ძვლის ზემოთ. ფარისებრი ჯირკვლის კვანძების უმეტესობა არაა სერიოზული და არ იწვევს ნიშნების და სიმპტომების გაჩენას. ფარისებრი ჯირკვლის…

დაავადების აღწერა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე წარმოიქმნება ფარისებრ ჯირკვალში, რომელის არის პეპლის ფორმის ჯირკვალი და მდებარეობს ფარისებრი ხრტილის ქვეშ. ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ გულისცემის სისწრაფეს, სისხლის წნევას, სხეულის ტემპერატურას და წონას. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე ხშირი არაა ა.შ.შ-ში, თუმცა შემთხვევათა…

დაავადების აღწერა სტრიები არის ვარდისფერი, წითელი ან იასამნისფერი ზოლები, რომლებიც ჩნდება მუცელზე, მკერდზე, მხარზე, დუნდულოებზე, ბარძაყებზე და საბოლოოდ გარდაიქმნებიან თეთრად ან ნაცრისფრად. სტრიები ხშირია ფეხმძიმე ქალებში, განსაკუთრებით ფეხმძიმობის მეორე ნახევარში. მკურნალობა შედეგად სტრიები უფერულდება, თუმცა არ ქრება. გამომწვევი მიზეზი სტრიებს…

დაავადების აღწერა სუბარაქნოიდული ჰემორაგია არის სისხლდენა ტვინსა და მის მფარავ გარსს შორის (სუბარაქნოიდული სივრცე). სისხლდენის მიზეზი ყველაზე ხშირად სისხლძარღვის გამობერილობის (ანევრიზმა) გასკდომაა. ხანდახან, სისხლძარღვების პათოლოგიური ხლართის (არტერიოვენოზური მალფორმაცია) გასკდომამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. სუბარაქნოიდულმა შეიძლება ტვინის სამუდამო დაზიანება ან სიკვდილი გამოიცვიოს.…

დაავადების აღწერა სუბკონიუქტივური სისხლდენა ვითარდება, როდესაც თვალის კონიუქტივის ქვეშ პატარა სისხლძარღვი გასკდება. თქვენ შეიძლება არც იცოდეთ, რომ სუბკონიუქტივური სისხლდენა გაქვთ, სანამ სარკეში არ ჩაიხედავთ და არ დაინახავთ, რომ თვალის თეთრი ნაწილი გაწითლებულია. კონიუქტივა სწრაფად ვერ იწოვს სისხლს, რის გამოც სისხლი…

დაავადების აღწერა გულის უეცარი გაჩერება გულისხმობს გულის ფუნქციის, სუნთქვისა და ცნობიერების უეცარ და აუხსნელ დაქვეითებას, შეწყვეტას. გულის უეცარი გაჩერება ძირითადად ელექტრული პროცესების დარღვევის შედეგია, რომლის დროსაც გულის მთავარი, სისხლის გადატუმბვის ფუნქცია, მოშლილია. გულის უეცარი გაჩერება განსხვავდება მიოკარდიუმის ინფარქტისგან, რომლის დროსაც…

დაავადების აღწერა ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი არის ერთ წელზე ნაკლები ასაკის ჯანმრთელი ბავშვის უეცარი, ამოუხსნელი სიკვდილი.მას აგრეთვე ბავშვის საწოლში სიკვდილის სინდრომსაც უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი უცნობია, ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩვილის ტვინის იმ უბნების პათოლოგიასთან, რომლებიც…

დაავადების აღწერა სუიციდი, ანუ თავის მოკვლა, არის ტრაგიკული რეაქცია სტრესულ სიტუაციებზე. თუ თქვენ ან თქვენ ნაცნობი სუიციდზე ფიქრობთ, ისწავლეთ სუიციდის გამაფრთხილებელი ნიშნები და დახმარების შესაძლებლობები. თქვენ შეიძლება საკუთარი ან სხვისი სიცოცხლე გადაარჩინოთ. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თქვენი პრობლემები მოუგვარებელია და სუიციდი…

დაავადების აღწერა შეშუპება მუხლის არეში ვითარდება, როდესაც ჭარბი სითხე გროვდება მუხლის სახსარში ან მის გარშემო. ექიმმა ამ მდგომარეობას შეიძლება მუხლის სახსრის ეფუზია უწოდოს. მუხლის არეში შეშუპება შეიძლება იყოს ტრავმის, ზედმეტად დატვირთვის ან ფარულად მიმდინარე დაავადების შედეგი. შეშუპების მიზეზის დასადგენად ექიმს…