დაავადებები

დაავადების აღწერა პერიფერიული არტერიების დაავადება სისხლის მიმოქცევის ხშირი პათოლოგიაა, რომლის დროსაც შევიწროებული არტერიები კიდურებში სისხლის დინებას ამცირებენ. როდესაც აღინიშნება პერიფერიული არტერიების დაავადება, კიდურები – ძირითადად ქვედა – ვერ იღებენ მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის სისხლს. ეს მდგომარეომა იწვევს სიმპტომებს, განსაკუთრებით ფეხის ტკივილს…

დაავადების აღწერა პაჯეტის დაავადება ხელს უშლის ძვლის ნორმალური განახლების პროცესს, რომლის დროსაც ძველი ქსოვილები დროთა განმავლობაში ახლით უნდა ჩანაცვლდეს. დაზიანებული ძვლები მსხვრევადია და იცვლის ფორმას. პაჯეტის დაავადება ყველაზე ხშირად გვხვდება მენჯის ძვლებში, ხერხემალსა და ქვედა კიდურებში. პაჯეტის დაავადების რისკი იმატებს…

დაავადების აღწერა პაჯეტის დაავადება ძუძუს კიბოს იშვიათი ფორმაა. დაავადება იწყება ძუძუსთავში და ვრცელდება მის გარშემო მდებარე მუქ კანზე– არეოლაზე. ძუძუს პაჯეტის დაავადება არ უკავშირდება ძვლის პაჯეტის დაავადებას, რომელიც ძვლის განახლების მეტაბოლური დარღვევაა. პაჯეტის დაავადება ყველაზე ხშირია 50 წელს გადაცილებულ ქალებში.…

დაავადების აღწერა პანკრეასის კიბო იწყება პანკრეასის ქსოვილებში– ორგანო მუცლის ღრუში, რომელიც მდებარეობს ჰორიზონტალურად, კუჭის ქვედა ნაწილის უკან. პანკრეასი წარმოქმნის ფერმენტებს, რომლებიც მონელებაში გვეხმარება და ჰორმონებს, რომლებიც განაგებენ შაქრის მეტაბოლიზმს. პანკრეასის კიბოს ხშირად ცუდი პროგნოზი აქვს, ადრეული დიაგნოზის შემთხვევაშიც კი. პანკრეასის…

დაავადების აღწერა პანკრეასის კისტები ჯიბისებრი, სითხით სავსე წარმონაქმნებია, რომლებიც პანკრეასის ჯირკვალში ვითარდება. პანკრეასი დიდი ზომის ორგანოა, მდებარეობს კუჭის უკან. იგი წარმოქმნის ჰორმონებსა და საკვების მომნელებელ ფერმენტებს. პანკრეასის კისტების უმრავლესობა ავთვისებიანი არ არის და სიმპტომებსაც არ ავლენს. ფაქტობრივად, პანკრეასის კისტების დიდი…

დაავადების აღწერა პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესული აშლილობაა, რომელიც არღვევს მოძრაობით ფუნქციებს. დაავადება თანდათანობით ვითარდება და ხშირად კუნთების უნებლიე მოძრაობებით ვლინდება, ძირითადად ცალ ხელში. ეს მოძრაობები პარკინსონის დაავადების ყველაზე ცნობილი სიმპტომია, თუმცა დაავადება იწვევს მოძრაობის შენელებას და გაშეშებასაც. პარკინსონის დაავადების…

დაავადების აღწერა პროფესიული(ოკუპაციური) ასთმა გამოწვეულია ან უარესდება ზოგიერთი ქიმიური ორთქლის, გაზის, მტვრისა და სხვა ნივტიერებების ჩასუნთქვით სამუშაოს დროს. ასთმის სხვა ტიპების მსგავსად, პროფესიული ასთმა იწვევს მკერდის დაჭიმულობას, ხიხინსა და სუნთქვის უკმარისობას. ადრეული მკურნალობის შემთხვევაში პროფესიული ასთმა შექცევადია. ალერგიის გამომწველ ნივტიერებებთან…

დაავადების აღწერა პარვოვირუსით ინფექცია ხშირია და ადვილად გადამდებია ბავშვებში. დაავადებას ზოგჯერ წითელი ლოყების დაავადებაც ქვია, რადგან ვითარდება სპეციფიკური გამონაყარი სახეზე. პარვოვირუსული ინფექცია ასევე ცნობილია მეხუთე დაავადების სახელით, რადგან, ისტორიულად იგი ბავშვობის ასაკის გამონაყარის 5 ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორისაა. ბავშვების უმეტეს…

დაავადების აღწერა პილოროსტენოზი იშვიათი დაავადებაა, რომლისდროსაც ზიანდება შესავალი(პილორუსი) კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის ახალშობილებში. პილორუსი კუნთოვანი სარქველია, რომელიც იკავებს საკვებს კუჭში, სანამ საკვები მზად იქნება მონელების პროცესის შემდეგი ეტაპისთვის. პილოროსტენოზის დროს, პილორუსის კუნთები სქელდება, რაც საკვებს ხელს უშლის ბავშვის წვრილ…

დაავადების აღწერა პრესბიოპია თვალის აკომოდაციის უნარის თანდათანობითი, ასაკობრივი დაქვეითებაა. ფოკუსირება ვეღარ ხდება ახლომდებარე საგნებზე. პროცესი ასაკის მატების ბუნებრივი მოვლენაა. პრესბიოპია შესამჩნევი ხდება 40 წლიდან და უარესდება დაახლოებით 65 წლამდე. პრესბიოპიას ზოგჯერ მაშინ შეამჩნევთ, როცა წიგნის ან გაზეთის წასაკითხად მათი შორს…

დაავადების აღწერა პნევმოთორაქსი ვლინდება ფილტვის კოლაფსით. პნევმოთორაქსი ვითარდება, როცა ჰაერი შეაღწევს ფილტვებსა და გულმკერდის კედელს შუა მდებარე სივრცეში. ჰაერი აწვება ფილტვის გარეთა ზედაპირს და იწვევს მის კოლაფსს. უმეტესად, ფილტვის მხოლოდ ერთი ნაწილი კოლაბირდება. პნევმოთორაქსი გამოწვეულია ბლაგვი ან გამჭოლი ჭრილობით გულმკერდის…

დაავადების აღწერა პროსტატის ჯირკვლის გადიდება ხშირი მდგომარეობაა, რომელიც მამაკაცებს ასაკის მატებასთან ერთად აწუხებთ. პროსტატის ჯირკვლის გადიდება, იგივე პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია იწვევს საშარდე გზების პრობლემებს. სამედიცინო ჩარევის გარეშე, პროსტატის ჯირკვლის გადიდებამ შესაძლოა გამოიწვიოს საშარდე გზების დახშობა, რაც ზღუდავს შარდის გადმოსვლას შარდის…