პილოროსტენოზი

დაავადების აღწერა

პილოროსტენოზი იშვიათი დაავადებაა, რომლისდროსაც ზიანდება შესავალი(პილორუსი) კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის ახალშობილებში. პილორუსი კუნთოვანი სარქველია, რომელიც იკავებს საკვებს კუჭში, სანამ საკვები მზად იქნება მონელების პროცესის შემდეგი ეტაპისთვის.

პილოროსტენოზის დროს, პილორუსის კუნთები სქელდება, რაც საკვებს ხელს უშლის ბავშვის წვრილ ნაწლავში გადასვლაში. პილოროსტენოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი ღებინება, დეჰიტრატაცია და წონაში კლება. ამ დაავადების მქონე ბავშვებს ყოველთვის აწუხებთ შიმშილი.

პილოროსტენოზის მკურნალობა შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით.

გამომწვევი მიზეზი

პილოროსტენოზის მიზეზები უნცობია, თუმცა დიდი ალბათობით, გენეტიკური და გარემო ფაქტორები განაპირობებენ მდგომარეობას.

სიმპტომები

პილოროსტენოზის სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება დაბადებიდან 3-6 კვირის შემდგომ. პილოროსტენოზი იშვიათია 3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში.

დაავადების სიმპტოპმები:

  • შადრევანისებური ღებინება. პილოროსტენოზი იწვევს შადრევანისებურ ღებინებას – რძის ან სხვა საკვები ნივთიერებების ძლიერ გადმოტყორცნას პირის ღრუდან რამოდენიმე მეტრის მანძილზე. ღებინება საკვების მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში იწყება. ღებინება შესაზლოა იყოს მსუბუქი თავდაპირველად და თანდათანობით გაძლიერდეს პილორუსის შევიწროებასთან ერთად. ამოღებული მასა, ზოგჯერ, სისხლს შეიცავს.
  • მუდმივი შიმშილი. პილოროსტენოზის მქონე ბავშვებს, ღებინებსი გამო, მუდმივად შიათ.
  • კუჭის შეკუმშვები. თქვენ შესაზლოა შეამჩნიოთ ტალღისებრი შეკუმშვები(პერისტალტიკა), აბვშვის მუცლის ზედა ნაწილში საკვების მიღების შემდგომ ან ზუსტად ღებინების წინ. მდგომარეობა გამოწვეულია კუჭის კუნთების შეკუმშვებით და მცდელობით, გადაიტანოს საკვები შევიწროვებულ პილორუსში.
  • დეჰიდრატაცია. თქვენმა ბავშვმა შესაძლოა იტიროს ცრემლების გარეშე ან დაეწყოს ძილიანობა. თქვენ შეამჩნევთ, რომ უფრო იშვიათად უცვლით ბავშვს საფენებს დეჰიტრატაციით გამოწვეული ნაკლები შარდივს გამო.
  • დეფეკაციის ცვლილებები. რადგანაც პილოროსტენოზი არ აძლევს საკვებს ნაწლავებში გადმოსვლის საშუალებას, ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ყაბზობა.
  • წონის პრობლემები. პილოროსტენოზი ხშირად იწვევს წონაში კლებას



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ პედიატრს, თუ ბავშვი:

  • ხშირად აღებინებს კვების შემდგომ
  • აღენიშნება შადრევნისებრი ღებინება
  • არის ნაკლებად აქტიური და უჩვეულოდ გაღიზიანებული
  • აღენიშნება შარდვის გაიშვიათება ან შესამჩნევად უმცირდება დეფეკაციის სიხშირე
  • ვერ იმატებს ან სულაც იკლებს წონასი