პარკუჭოვანი ტაქიკარდია

დაავადების აღწერა

პარკუჭოვანი ტაქიკარდია არის გულის რითმის დარღვევა (არითმია), რომლის დროსაც გულის ქვედა კამერები (პარკუჭები) ძალიან სწრაფად იკუმშებიან გულის ელექტრული სისტემის პრობლემის გამო.

პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს გულმა შეიძლება ვერ შეძლოს საკმარისი სისხლის გადასროლა ფილტვებში და სხეულში რადგან შეკუმშვებს შორის არ არის საკმარისი დრო გულის სისხლით ასავსებად. პარკუჭოვანი ტაქიკარდია შეიძლება იყოს ხანმოკლე (რამდენიმე წამი, უსიმპტომო) ან იგი შეიძლება ბევრად დიდხანს გაგრძელდეს და გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა თავბრუსხვევა და გულის წასვლა. ეს მდგომარეობა ძირითადად უვითარდებათ გულის სხვა პათოლოგიების, მაგალითად კორონარული არტერიების დაავადების, კარდიომიოპათიის და გულის სარქვლოვანი დაავადების მქონე ადამიანებს.

პარკუჭოვანმა ტაქიკარდიამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობა, რომლის დროსაც გულის პარკუჭები კანკალებენ (პარკუჭოვანი ფიბრილაცია). ამ დროს შეიძლება გული გაჩერდეს და დადგეს სიკვდილი. პარკუჭოვანმა ტაქიკარდიამ აგრეთვე შეიძლება გულის გაჩერება გამოიწვიოს თუ იგი დიდხანს გაგრძელდება და ადამიანს აქვს გულის სხვა დაავადება.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები