პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი

დაავადების აღწერა

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი არის ხშირი გულის ხშირი თანდაყოლილი მანკი, რომლის დროსაც გულის ქვედა კამერებს (პარკუჭები) შორის კედელში არის ხვრელი, რისი საშუალებითაც სისხლი გადადის გულის მარცხენა ნაწილიდან მარჯვენაში. შედეგად, ჟანგბადით მდიდარი სისხლი სხეულის სხვა ნაწილების ნაცვლად ფილტვებში მიდის, რის გამოც გულს დამატებითი დატვირთვის უწევს მუშაობა.

პარკუჭთაშუა ძგიდის პატარა დეფექტი არ იწვევს პრობლემებს და ხშირად თავისით იხურება. უფრო დიდი დეფექტები ადრეულ ასაკში ოპერაციას საჭიროებენ.

გამომწვევი მიზეზი

გულის თანდაყოლილი მანკები მუცლადყოფნის პერიოდში წარმოიქმნება, თუმცა მათი მიზეზი ხშირად უცნობია. დიდი ალბათობით ამ პროცესში გენეტიკური და გარემო ფაქტორები მონაწილეობენ. პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი შეიძლება განვითარდეს ცალკეულად ან სხვა მანკებთან ერთად.

ნაყოფის განვითარების პროცესში პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი ვითარდება, როდესაც გულის მარცხენა და მარჯვენა ნაწილების გამყოფი კუნთოვანი კედელი პარკუჭებს შორის სრულად არ ფორმირდება.

ნორმაში, გულის მარჯვენა ნაწილიდან სისხლი ფილტვებში მიდის, მარცხენა ნაწილიდან კი ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი სხეულის დანარჩენ ნაწილებში. პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს ჟანგბადით მდიდარი სისხლი ერევა ჟანგბადით ღარიბ სისხლს, რის გამოც გულს გაძლიერებულად უწევს მუშაობა რათა შეძლოს ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოედება.

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი შეიძლება სიცოცხლის განმავლობაში წარმოიქმნას, როგორც წესი ინფარქტის შედეგად.

სიმპტომები

გულის სერიოზული მანკების სიმპტომები როგორც წესი სიცოცხლის პირველ დღეებში, კვირებში ან თვეებში ჩნდება.

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის სიმპტომები ბავშვებში შეიძლება იყოს:

  • კვების გაიშვიათება
  • სწრაფი სუნთქვა ან გულის ამოვარდნა
  • ადვილად დაღლა



თქვენ და თქვენმა ექიმმა შეიძლება დაბადებისთანავა ვერ შენიშნოთ პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის ნიშნები. თუ დეფექტი პატარაა, იგი შეიძლება მოგვიანებით გამოვლინდეს ან საერთოდ არ გამოვლინდეს. ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია ხვრელის ზომაზე და გულის სხვა დეფექტებზე.

ექიმმა გულის დეფექტზე პირველად შეიძლება ბავშვის რეგულარულ შემოწმებაზე იეჭვოს როდესაც გულის მოსმენის დროს შუილს გაიგონებს. ხანდახან პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის აღმოჩენა დაბადებამდე ხდება ულტრაბგერითი კვლევის გამოყენებით.

ხანდახან პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის აღმოჩენა არ ხდება ზრდასრულობის ასაკამდე. მისი ნიშნები და სიმპტომებია გულის მოსმენისას შუილი და სუნთქვის უკმარისობა.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ თქვენ შვილი:

  • ადვილად იღლება
  • არ იმატებს წონაში
  • სწრაფად სუნთქავს



დაურეკეთ ექიმს თუ გაქვთ:

  • სუნთქვის უკმარისობა მოქმედების დროს ან დაწოლისას
  • სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა
  • სისუსტე ან დაღლილობა